11:47 | 2020-03-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გვყავს 3 პრობლემური პაციენტი – მარინა ეზუგბაია

გვყავს 3 პრობლემური პაციენტი – მარინა ეზუგბაია

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე გვყავს 3 პრობლემური პაციენტი. მათ შორის ორი ასაკოვანი პირია, ხოლო ერთს მძიმე პნევმონია აღენიშნება“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მათ შორის ერთი 80 წელს გადაცილებული პირია.

 

„პრინციპში, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს სამი პრობლემური პაციენტი, მათ შორის ორი ასაკოვანი, აქედან ერთი პნევმონიით. მათი მდგომარეობაც სტაბილურია და ვიმედოვნებთ, რომ დაავადების პროგრესირება არ იქნება, გართულებები არ იქნება და ასე გავალთ ბოლომდე. ასევე გვყავდა მეოთხე პაციენტი, რომელიც ასევე არის მძიმე პნემონიით იყო, იქ უკვე სტაბილურია სიტუაცია და ვიმედოვნებთ, რომ ის უკვე ამოვიღეთ მძიმე პაციენტთან სიიდან. უკვე შეგვიძლია, განვიხილოთ როგორც საშუალო და მასზე მსუბუქი პაციენტი“, – განაცხადა ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა.

 

დღეს, კორონავირუსით დაინფიცირებულების რიცხვი 47-მდე გაიზარდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

15 დღის შემდეგ როგორია დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა
2020-03-2115 დღის შემდეგ როგორია დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები