18:13 | 2021-10-13 ავტორი: Prime Time

„გვიწევს დამნაშავეების ადგილზე ლიკვიდაცია… შარშან 19 ადამიანი დაიღუპა“ – რატომ გაუხსენეს ვანო მერაბიშვილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა

„გვიწევს დამნაშავეების ადგილზე ლიკვიდაცია… შარშან 19 ადამიანი დაიღუპა“ – რატომ გაუხსენეს ვანო მერაბიშვილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა

სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს 2006 წელს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლა გაუხსენეს. „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკოსები სოციალურ ქსელში იმ საპარლამენტო სხდომას იხსენებენ, სადაც ვანო მერაბიშვილი ეჭვმიტანილების ადგილზე ლიკვიდაციის შესახებ საუბრობდა და ღიად ამბობდა, რომ მხოლოდ ერთ წელში სამართალდამცველებმა დაკავებისას 19 ადამიანი მოკლეს.

 

„დღეს ამას და მის თანაგუნდელებს სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება, ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას და სამართლიან მართლმსაჯულებას. ალბათ ბედიის ირონიაა“, – წერენ „ფეისბუქში“ მომხმარებლები, რომლებიც აქტიურად აკრიტიკებენ ყოფილ ხელისუფლებას და იქვე აზიარებენ ამონარიდს ვანო მერაბიშვილის სიტყვით გამოსვლიდან.

 

მეუფე ნიკოლოზი ციხეში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა
2021-10-13მეუფე ნიკოლოზი ციხეში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა

ვანო მერაბიშვილმა დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, 2006 წლის 28 თებერვალს მიმართა.

 

„შარშან დაკავებულია 4700 ადამიანი, დაკავების დროს დაღუპულია 19 ადამიანი. თქვენ სტატისტიკიდან გამომდინარე შეგიძლიათ შეადაროთ შეფარდება დაკავებული და დაკავების დროს ლიკვიდირებული დამნაშავეების მიმართ”…
არსებობს ბრძანება და ინსტრუქცია – ცეცხლის გახსნა თავდაცვის მიზნით. ვის, როგორ გამოუვა, ვინ დაიჭრება და ვინ შეეწირება ამ შეტაკებას ეს, რა თქმა უნდა, ბედზეა დამოკიდბეული…

 

ეხლა ერთი ამბავია ატეხილი, რატომ ხდება დაკავების დროს ასეთი სერიოზული, თქვენი აზრით, მსხვერპლი. დიახ, ზოგჯერ ოპერაციების განხორციელების დროს გვიწევს დამნაშავეების ადგილზე ლიკვიდაცია. ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური… რომ თუ პოლიციელს ემუქრება საფრთხე მას არათუ უფლება აქვს, ვალდებულია გამოიყენოს იარაღი და დაიცვას საკუთარი და საკუთარი თანამშრომლის სიცოცხლე“, – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენლების საკმაოდ მწვავე კითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა. მაგალითად, დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ შს მინისტრს ამ სიტყვით მიმართა:

 

„ეჭვმიტანილთა ადგილზე ლიკვიდაცია ჩვენი პოლიციის ხელწერად იქცა. ამ რამდენიმე დღის წინ პოლიციამ ჩაცხრილა სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი ძებნილი აღმოჩნდა, ხოლო დანარჩენი ორის ვინაობის დადგენა მხოლოდ მათი დაკავების შემდეგ დაიწყო. ე.ი. ჯერ ხოცავთ და მერე ადგენთ ვინაობას? ხომ არ ფიქრობთ, რომ სისასტიკეს პოლიციის მხრიდან, საპასუხო სისასტიკე მოჰყვება ეჭვმიტანილთა მხრიდან?! რამდენი ადამიანია მოკლული ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული დაკავების ოპერაციების დროს და რამდენი პოლიციელი, ან დაიღუპა, ან დაიჭრა მათი მკვლელობისას? ზუსტად 390 დღის წინ პირადად თქვენ ამცნეთ საზოგადოებას საქართველოს პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გაგუდვის ამბავი. ეს 390 დღე არ აღმოჩნდა საკმარისი თქვენივე დიაგნოზის დასასაბუთებლად? თუ ამდენი დრო უბედური შემთხვევის დამადასტურებელი მასალების შესათითხნად და დანაშაულის სამხილთა გასაქრობად გახდა საჭირო?! გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ გასული ერთი თვეც სწორედ ამგვარი მიზნებისთვის ხომ არ არის გამოყენებული და სად არის თქვენი პასუხი დეპუტატ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე“, – მიმართა ვანო მერაბიშვილს ივლიანე ხაინდრავამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X