fbpx
13:41 | 2020-11-24 ავტორი: Prime Time

გვირაბის ბოლოს გამოჩნდა უფრო კაშკაშა სინათლე – ორი მნიშვნელოვანი სიახლე კოვიდპანდემიაზე

გვირაბის ბოლოს გამოჩნდა უფრო კაშკაშა სინათლე – ორი მნიშვნელოვანი სიახლე კოვიდპანდემიაზე

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემია უკან არ იხევს და საქართველო შევიდა პიკში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ყურადღებას ამახვილებს ორ პოზიტიურ სიახლეზე.

 

„კლება ჯერ არ არის და მატება კიდევ გაგრძელდება. პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით…

გარკვეული დღეებში სამუშაო საათები, შესაძლოა, შემცირდეს და შეიზღუდოს ზოგიერთი საქმიანობა
2020-11-24გარკვეული დღეებში სამუშაო საათები, შესაძლოა, შემცირდეს და შეიზღუდოს ზოგიერთი საქმიანობა

 

სიკვდილიანობა შემცირებულია პროცენტულად გაზაფხულთან მიმართებაში და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. მეორე დამამშვიდებელი ინფორმაცია არის ის, რომ როგორც ჯანმოს დირექტორმა განაცხადა, გვირაბის ბოლოს გამოჩნდა უფრო კაშკაშა სინათლე – რამოდენიმე ვაქცინა არის დამტკიცების ზღურბლზე. დიდმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ დეკემბრის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია, დაიწყონ რისკ ჯგუფების აცრები. ეს განაცხადა აშშ-მ, გერმანიამ, ემზადება დიდი ბრიტანეთი და რამდენიმე ქვეყანა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მიუხედავად ამისა, ამირან გამყრელიძე საქართველოში პიკურ სიტუაციაზე საუბრობს, რაც მოდუნების საშუალებას არ იძლევა. მისი თქმით, განსაკუთრებით საყურადღებო იქნება დეკემბრის პირველი კვირა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებლის მხრივ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X