
საფრანგეთში მოღვაძე სასულიერო პირი, მამა გიორგი სხილაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს და ვიდეოს სათაურით: ბრალი ედებათ ილია II-სა და მის მონა-მორჩილთ საქართველოს პატრიარქზე, სასულიერო პირებზე, მრევლსა და კორონავირუსზე აქვეყნებს.
როგორც მამა გიორგი წერს, სასულიერო პირებმა და მრევლმა აიტაცეს ერთ-ერთი მიტროპოლიტის ფრაზა: ,,სადაც ქრისტეა, იქ რა უნდა კორონას?!” იბერიის უწმინდესი და უნეტარესი საყდარი რაც დიდხანს ეპყრობა (უფალმა მონანული დღეგრძელობა აღირსოს!), გამოცდილებითი ალბათობით, მით მეტ და მეტ უბედურებას მოუტანს ეკლესიასაც, ქვეყანასაც და ხალხსაც, სულიერად, ხორციელად თუ ზნეობრივად.
“სამწუხაროდ, საქართველოშიც, დიდსა და პატარას, ხელი დარია ამ ახალმა, მომაკვდინებელმა ვირუსმა და მისგან, ყოველდღიურად, ათობით ადამიანს სიცოცხლე ესწრაფება, ხოლო ათასობით ავადდება. საყოველთაო ავადობის შემოჭრისას, მნიშვნელობა აქვს გარემოებებს: რომელ ქვეყანაშიც პოლიტიკური ან სამედიცინო კლასი ავტორიტეტულია და ის დროულად იღებს წინათავდაცვის ზომებს და მოქალაქეებს ამისკენ მოუწოდებს, იქ, შედარებით, უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე იქ, სადაც ეს ასე არ არის ან სამოქალაქო კულტურა, წესრიგისმოყვარეობა მოიკოჭლებს.