fbpx
20:09 | 2020-10-05 ავტორი: Prime Time

გვექნება ეკრანი… მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ უყურონ საფეხბურთო მატჩს – „გირჩი“ 8 ოქტომბერს „დინამო არენასთან“ შეხვედრას აანონსებს

გვექნება ეკრანი… მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ უყურონ საფეხბურთო მატჩს – „გირჩი“ 8 ოქტომბერს „დინამო არენასთან“ შეხვედრას აანონსებს

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 8 ოქტომბერს „დინამო არენასთან“ ამომრჩეველთან შეხვედრას აანონსებს.

 

ჯაფარიძის განცხადებით, 19:00 საათიდან ადგილზე სპეციალური ეკრანიც დამონტაჟდება და გულშემატკივრებს საქართველო-ბელარუსის მატჩის ყურება „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეეძლებათ.

 

„8 ოქტომბერს, 19.00 საათიდან, მუშტაიდის ბაღში, ჩემს მაჟორიტარულ ოლქში, მექნება ამომრჩევლებთან შეხვედრა

 

გვექნება ეკრანი, რომელზეც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ უყურონ საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩს

 

გელით ყველას

 

პ.ს. სტადიონზე არაო, ფეხბურთიაო, და კორონააო.“ – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გამართულ უეფას საგანგებო სხდომაზე, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ერთა ლიგის მატჩებზე გულშემატკივრების შეზღუდული რაოდენობით დასწრების უფლება მისცა.

 

დღეს კი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საბჭოს წევრებმა სტადიონზე გულშემატკივრების დაშვების საკითხს მხარი არ დაუჭირეს. შესაბამისად, საქართველო-ბელარუსის დაპირისპირება 8 ოქტომბერს გულშემატკივრების დასწრების გარეშე ჩაივლის.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X