fbpx
13:07 | 2020-11-25 ავტორი: Prime Time

გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილობის მკვეთრი მატება, თუ ზომები არ გამკაცრდა – აკაკი ზოიძე

გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილობის მკვეთრი მატება, თუ ზომები არ გამკაცრდა – აკაკი ზოიძე

სამწუხაროდ, პესიმისტური სცენარით მივდივართ, ზომების გამკაცრება გარდაუვალია, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე თქმით, რაც არ უნდა ბევრი საავადმყოფო საწოლი დაემატოს, სისტემა ვერ გაუძლებს.

 

„სამწუხაროდ, პესიმისტური სცენარით მივდივართ, ზომების გამკაცრება გარდაუვალია. უფრო კონკრეტულად: რაც არ უნდა ბევრი საავადმყოფო საწოლი დავამატოთ ან განვტვირთოთ, ვერ გაუძლებს სისტემა ვერანაირად, პირველ ყოვლისა პერსონალი არ გვეყოფა. ინფექციის გავრცელების სიჩქარე თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილობის მკვეთრი მატება. ინფექციის სწრაფი აღმავალი ტენდენციის შეჩერება შეიძლება სამი მიმართულებით ერთდროულად ზომების მიღებით:

 

1. უკვე არსებული რეგულაციების უმკაცრესი შესრულებით და ამის დემონსტრაციული გაკონტროლებით;

 

2. ტესტირების შემდგომი გაფართოებით და დადასტურებულ ინფიცირებულთა კონტაქტების დროულ მოძიებაში დამატებითი რესურსების (მათ შორის დიგიტალურის) ჩართვით, რომ დროულად მოხდეს მათი თვითიზოლაცია და/ან კოვიდსასტუმროში გადასვლა;

 

3. ადამიანების მობილობის დაქვეითება გავრცელების კერებში – დიდ ქალაქებში, რამდენიმე კვირით მაინც. ამ შემთხვევებში უნდა მივიღოთ ეპიდემიოლოგიურად ყველაზე დიდი მოსალოდნელი ეფექტის და იმავდროულად სოციალურ- ეკონომიკურად ყველაზე ნაკლები ნეგატიური ეფექტის მქონე ზომები. ახლა თუ მივიღებთ ამ ზომებს, ორ კვირაში წავა ინფიცირებულთა კლება და 20-24 დღეში კი სიკვდილობის შემცირება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

 

დასაწერად ადვილია, განსახორციელებლად ძალიან ძნელი. მაგრამ ჩემი აზრით, სხვა გამოსავალი ახლა უკვე არ არის, რომ ინფიცირებულთა ექსპონენციალური ზრდის ტემპი შევანელოთ“, – წერს ზოიძე.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X