fbpx
10:06 | 2020-08-10 ავტორი: Prime Time

გვარამია ბაჩალიაშვილის დედას: საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით, რომ სიმართლის დადგენა გინდათ

გვარამია ბაჩალიაშვილის დედას: საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით, რომ სიმართლის დადგენა გინდათ

დეას [ბაჩალიაშვილის მეგობარი] სახლის გაჩხრეკაზე არ გიფიქრიათ? – ამ კითხვით მიმართა ნიკა გვარამიამ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედას, რაზეც თეონა თამაზაშვილმა უპასუხა, რომ ის ენდობა დეა კაპანაძეს, ვინაიდან მის შვილს მასთან მყარი მეგობრობა აკავშირებდა.

 

„ეს ძალიან უცნაურია“ – აღნიშნა გვარამიამ.

 

„თქვენ იცით ისეთი რამ თქვენი შვილის შესახებ, რაც ჩვენ მოგვცემდა წინ წასვლის საშუალებას და ამაზე არ ასაუბრეთ ელისო კილაძეც. იქნებ გვითხრათ რაზეა საუბარი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით, რომ სიმართლის დადგენა გინდათ თქვენი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ქალბატონი ელისოც ესე ფიქრობ. მე არ ვიცი, რას გეუბნებათ მანდ, მაგრამ დანამდვილებით ასე ფიქრობს“, – მიმართა ნიკა გვარამიამ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს.

 

„მე რომ რამე ვიცოდე და არ გავუმხილო საზოგადოებას, მაშინ აქ არ ვიდგებოდი. ნათელი რომ მინდა მოეფინოს, იმიტომ ვდგავარ აქ,. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს. დეას და თამუნას შორის იმდენად მყარი მეგობრობა იყო, რომ იმედს ვიტოვებ, ის არ მალავს არაფერს“, – აღნიშნა გარდაცვლილის დედამ.

 

ავტორი: Prime Time


X