19:11 | 2020-03-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გვაქვს თუ არა საკმარისი რაოდენობით მართვითი სუნთქვის აპარატები

გვაქვს თუ არა საკმარისი რაოდენობით მართვითი სუნთქვის აპარატები

არის თუ არა საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის პიკი შემთხვევაში, საკმარისი სასუნთქი მოწყობილობები, ამასთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბარა.

 

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში 2000-მდე სასუნთქი აპარატია, იმ კლინიკებში რომელიც მთლიანად მომზადებულია მხოლოდ კორონავირუსის შემთხვევების მართვისთვის.

 

„კარგი რაც ახასიათებს ამ დაავადების მიმდინარეობას არის ის, რომ შემთხვევების 80%-ზე მეტი არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის. ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძლება ისე გადაიტანა ეს დაავადება, იმ სადაც გავრცელება მაღალი იყო, რომ შეიძლება ვერც გაიგო, სანამ ტესტირება არ ჩაუტარდა. კრიტიკული სერვისის გაწევის საჭიროება დგება დაახლოებით 5%-ში. დღეს ქვეყანაში გვაქვს 2000-მდე სუნთქვის აპარატი, იმ კლინიკებში, რომელიც მთლიანად მომზადებულია მხოლოდ კორონავირუსის შემთხვევების მართვისთვის და არის საკმარისი რაოდენობა სუნთქვის აპარატების და ყველაზე მძიმე პროგნოზი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ამბობს იმას, რომ პიკი თუ დადგა ეპიდემიის კუთხით და აფეთქება დაავადების ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში არსებული სასუნთქი აპარატების დაახლოებით 35-40%, რაც არის ყველაზე მძიმე სცენარი. ამ თვალსაზრისით ჩვენ არ მოველით იმას, რომ შეიქმნას პრობლემები სასუნთქი აპარატების თვალსაზრისით თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც შევისყიდეთ გარკვეული რაოდენობა სუნთქვის აპარატების“, – ამბობს თამარ გაბუნია.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X