11:24 | 2020-09-15 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“გუშინ შეიძლება პატარა ნაკადული ვიყავი… თარხან-მოურავის და ინაშვილის ყველა მოსაზრებას ვიზიარებ” – ცისანა სეფიაშვილი

“გუშინ შეიძლება პატარა ნაკადული ვიყავი… თარხან-მოურავის და ინაშვილის ყველა მოსაზრებას ვიზიარებ” – ცისანა სეფიაშვილი

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” წევრი გახდა და ის პარტიის სიაში მეცხრე ნომრად შევიდა.

 

ცისანა სეფიაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, პირველად გუშინ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ სურვილი აქვს ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

 

გავახილე თვალები და პატრიარქი დავინახე, მეგონა, მომეჩვენა - ჯემალ სეფიაშვილი
2020-05-30გავახილე თვალები და პატრიარქი დავინახე, მეგონა, მომეჩვენა - ჯემალ სეფიაშვილი

 

“ყველამ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რესური. მე შეიძლება გუშინ ვიყავი პატარა ნაკადული, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს რაღაცა პატარა ნაკადულიც, შემდეგ ჩანჩქერიც, შემდეგ ზღვაც და ოკეანეც.

 

ამიტომ მინდა, რომ ჩემი რესურსი გამოვიყენო, ჩემი შვილებისთვის, თქვენი შვილებისთვის, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ ქვეყნის სასიკეთოდ”, – თქვა სეფიაშვილმა.

 

მან გადაცემაში ისიც თქვა, რომ დავით თარხან-მოურავის და ირმა ინაშვილის ყველა მოსაზრებას იზიარებს.

 

“მთელი ცხოვრება ვუყურებ ბატონ დავითს და ქალბატონ ირმას. აბსოლიტურად ყველა მათ შეხედულებას ვიზიარებ. მე მომხრე ვარ ყველა მოლაპარაკების, საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. მოლაპარაკება ყველასთან აუცილებელია” – განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” სიის წევრმა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X