22:31 | 2020-03-13 ავტორი: თეონა აბესაძე

გურჯანში, თვითიზოლაციის წესების დარღვევისათვის, მოქალაქე პოლიციამ დააკავა

გურჯანში, თვითიზოლაციის წესების დარღვევისათვის, მოქალაქე პოლიციამ დააკავა

გურჯაანის საავადმყოფოს ეზოში, თვითიზოლაციის წესების დარღვევისათვის, მოქალაქე პოლიციამ დააკავა. მამაკაცი, რომელიც გერმანიიდან დაბრუნდა, ექიმის კონსულტაციის მიღებას ცდილობდა.

 

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა კაპანაძის ინფორმაციით, მამაკაცს ექიმის მომსახურება სხვა დაავადების სამკურნალოდ სჭირდებოდა.

 

ის 7 მარტს დაბრუნდა გერმანიიდან, სხვა დაავადების მკურნალობა სჭირდება. ავუხსენით, რომ ტელეფონით გაევლო კონსულტაცია, მაგრამ არ გაითვალისწინა, ისარგებლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მივიდა საავადმყოფოში. იძულებული გავხდით და პოლიცია გამოვიძახეთ- განაცხადა კაპანაძემ.

 

თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პირი პოლიციამ საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააბრუნა. შემდგომი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მას, იძულების წესით, კარანტინში გადაიყვანენ.

ეს კახეთში თვითიზოლაციის წესების დარღვევის უკვე მესამე შემთხვევაა. თვითიზოლაციაში, რეგიონის მასშტაბით, სულ 74 პირი იმყოფება.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: თეონა აბესაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები