fbpx
13:21 | 2020-08-11 ავტორი: Prime Time

გურჯაანში წუხელ ორი ეკლესია გაქურდეს, დაარბიეს და 50 ლარამდე წაიღეს

გურჯაანში წუხელ ორი ეკლესია გაქურდეს, დაარბიეს და 50 ლარამდე წაიღეს

გურჯაანში ორი ეკლესია გაქურდეს, დაარბიეს და და 50 ლარამდე თანხა წაიღეს. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე, პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

ტაძრის სტიქაროსნის, უჩა ქემაშვილის განმარტებით, შესაძლოა ეკლესიებში ორი, არასრულწლოვანი პირი იმყოფებოდა.

 

„მოვედი დილას და ვნახე ეს ამბავი. ეკლესიაში სკამია დადგმული, რადგან ფანჯარა მაღალია. გარდა ამისა, სარკმელი იმდენად ვიწროა, მანდ ზრდასრული ადამიანი ვერ შეეტევა. დაახლოებით ათ ლარამდე იყო, ერთ ეკლესიაში, მეორეში, კი 40 ლარამდე,“ – აცხადებს სტიქაროსანი.

 

გურჯაანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მეთვრამეტე საუკუნეშია აღდგენილი.

 

ეკლესიები მოქმედია და სადღესასწაულო დღეებში წირვა-ლოცვა აღევლინება.

 

 

ჩუმლაყში ეკლესია დაარბიეს და გაქურდეს
2020-08-11ჩუმლაყში ეკლესია დაარბიეს და გაქურდეს
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X