22:53 | 2020-06-28 ავტორი: ნინი ტაველიძე

გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩუმლაყში ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა.

 

ვფიქრობ, რომ იმაზე ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ექიმებმა თქვეს - 26 წლის გოგოს გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
2020-06-28ვფიქრობ, რომ იმაზე ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ექიმებმა თქვეს - 26 წლის გოგოს გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

 

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

 

შემთხვევის დროს, დაიჭრა კიდევ ერთი ახალგაზრდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ დირექტორის, გელა ორველაშვილის ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მას ცეცხლსასროლი ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

 

„რამდენიმე წუთის წინ კლინიკაში შემოიყვანეს ორი მამაკაცი. სამწუხაროდ, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორეს მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციაშია, სასწრაფო ოპერაცია სჭირდება“,- განაცხადა ორველაშვილმა.]

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის, დაწყებული ურთიერთშელაპარაკება, შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X