22:46 | 2020-07-18 ავტორი: Prime Time

გურჯაანში მეხუთე სართულიდან გადავარდნილ ბავშვს თირკმელი და ელენთა აქვს დაზიანებული

გურჯაანში მეხუთე სართულიდან გადავარდნილ ბავშვს თირკმელი და ელენთა აქვს დაზიანებული

გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი სამი წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა ცხრა აპრილის ქუჩაზე მოხდა. მცირეწლოვანს თავდაპირველად გურჯაანის „ჯეო-ჰოსპიტალის“ კლინიკაში ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია,

 

ექიმების თქმით, სამი წლის ბავშვს ელენთა და თირკმელი ჰქონდა დაზიანებული, რის შემდეგაც თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

ბავშვი ძიძას გადმოუვარდა?! - მეზობელი შემთხვევის დღეს იხსენებს
2020-07-04ბავშვი ძიძას გადმოუვარდა?! - მეზობელი შემთხვევის დღეს იხსენებს
ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!