13:51 | 2020-03-28 ავტორი: Prime Time

კახეთში 3 თვის ჩვილი მოკლეს, დაჭრილია ბავშვის დედა

კახეთში 3 თვის ჩვილი მოკლეს, დაჭრილია ბავშვის დედა

მკვლელობა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში. მამაკაცმა 3 თვის ჩვილი მოკლა, ხოლო ცოლს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ის ოჯახთან ერთად, ვეჯინში, საჩხერედან იყო ჩასული და სტუმრად ცოლის დის ოჯახში იმყოფებოდა.

 

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს დაპირისპირება მეუღლესთან მოუხდა, რის შემდეგაც მცირეწლოვანი ბავშვი მოკლა, ცოლი კი დაჭრა.

 

დაჭრილი ქალი გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

 

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X