21:41 | 2020-09-16 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

გურიაში დაწყებითი სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურიაში დაწყებითი სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლანჩხუთში კორონავირუსი დაწყებითი სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ დაავადებათა კონტროლის გურიის რეგიონის უფროსმა არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.

 

„დღეს ლანჩხუთში დადასტურებული კორონავირუსის ორი შემთხვევიდან, ერთ-ერთი არის დაწყებითი სკოლის მოსწავლე. ის ნათესავებთან ერთად ბახვში სტუმრად იმყოფებოდა. ბახვის ამბების შემდეგ, ეს კონტაქტები დაიტესტნენ და კორონავირუსი ბავშვს და მის ნათესავს დღეს დაუდასტურდათ.“ – აცხადებს არჩილ მჟავია.

 

ლანჩხუთის რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ჩიტიძის თქმით, ბავშვი, სკოლაში არ მისულა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

1000 მასწავლებლიდან 9-ს კორონავირუსი დაუდგინდა - პაატა იმნაძე
2020-09-151000 მასწავლებლიდან 9-ს კორონავირუსი დაუდგინდა - პაატა იმნაძე

„დიახ, ნამდვილად დაუდასტურდა ქ. ლანჩხუთის #1 სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი. მოსწავლე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. სკოლაში არ არის ნამყოფი. ის ე.წ. ბახვის კლასტერს მიეკუთვნება.“ – განაცხადა ნინო ჩიტაძემ.

 

შეგახსენებთ, გურიაში დღეს კორონავირუსის ოთხი შემთხვევა დადასტურდა, მათშორისაა „კრედო“ ბანკის თანამშრომელიც. ამ დროისთვის, სულ 32 კოვიდინფიცირებულია რეგიონში.

 

ავტორი:ნინე ულუმბელაშვილი

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +