14:25 | 2020-03-30 ავტორი: ალექსი ქამადაძე

გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა – ვიდეო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

 

„ადგილზე მისულს დაგვხვდა ერთი დაზარალებული და სამწუხაროდ, ერთი გარდაცვლილი. დაზარალებულს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ამიტომ უარი განაცხადა ჰოსპიტალიზებაზე“, – განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა, ქრისტინე დანელიამ.

 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ტრაგიკულად დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევა წყალწმინდის ცენტრალურ მაგისტრალზე.ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.ვიდეოს ავტორი: საბა ბედინეიშვილი.

Gepostet von ტელეკომპანია "გურიაtv"/tv company – guriatv am Montag, 30. März 2020

 

 

ვიდეო: გურიაtv

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X