18:08 | 2020-05-29 ავტორი: თამთა თორდია

გულწრფელი მადლობა საზოგადოებას – კახა კალაძე 

გულწრფელი მადლობა საზოგადოებას – კახა კალაძე 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოთხოვნების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა და ამისთვის მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

 

„ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იყო მოცემული.

 

თუ დისტანციის აუცილებლობა იქნება, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას.

 

დღევანდელი მონიტორინგის შედეგად, მოთხოვნების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა და ამისთვის მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

 

მათ მიერ გათვალისწინებული და დაცული იყო ის მოთხოვნები, რომლებიც გაჟღერდა ჩვენი მხრიდან.

 

ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა ამ რთულ ვითარებაში ისე, როგორც ეს იყო კორონავირუსთან უშუალო ბრძოლაში“, – განაცხადა კალაძემ.

 

ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია! - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი
2020-05-29ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია! - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი
ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები