fbpx
20:35 | 2020-08-28 ავტორი: Prime Time

გული ტკიოდა, არ ჰქონდა არავისთან მსგავსი ურთიერთობა – თამარ ბაჩალიაშვილის ბებია ახალ დეტალებზე

გული ტკიოდა, არ ჰქონდა არავისთან მსგავსი ურთიერთობა – თამარ ბაჩალიაშვილის ბებია ახალ დეტალებზე

ტელეკომპანია „იმედის“გადაცემა „ქრონიკაში“ თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია რიტა ზურაბაშვილი გარდაცვლილ გოგოზე საუბრობს.

 

ირკვევა, რომ ის თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის დეიდაა.

 

როგორც რიტა ზურაბაშვილი ამბობს, მას თამართან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ის ამბობს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე გამოგონილი პერსონაა და მას შვილიშვილთან ურთიერთობა არ ჰქონია.

 

„აფინანსებენ ქართველებს, რომ მიიყვანონ გოგოები და ბიჭები სუიციდამდე“ - ლობჟანიძე
2020-08-28„აფინანსებენ ქართველებს, რომ მიიყვანონ გოგოები და ბიჭები სუიციდამდე“ - ლობჟანიძე

„გარდაცვალებამდე, თამარ ბაჩალიაშვილმა მითხრა, რომ ის სამსახურის უფროსზე იყო შეყვარებული. 32 წლის არის, ვაჟკაცი და ტვინიანიო“, ამბობდა შეყვარებულზე თამარ ბაჩალიაშვილი.

 

ეგ ბაჩანა თამარისთვის იყო ვიღაც, როგორც ვიცი, კურსელი იყო და არც კი მეგობრობდნენ. ეგ არის გამოგონილი პერსონა.

 

ძალიან ვენდობი გამოძიებას, რომ კარგად ჩაატარებენ. მე არ ვენდობი გვარამიას ჟურნალისტურ გამოძიებას და ადვოკატ მიხეილ რამიშვილს.

 

არ მესმის რატომ შესთავაზა რამიშვილმა ოჯახს უფასო ადვოკატობა? ალბათ, ვიღაც უხდის. ჩემმა დისშვილმა მითხრა, მე ვენდობიო და აღარ მივდივარ მას შემდეგ …

 

დაკრძალვამდე რამიშვილი რომ მოდიოდა ხოლმე ჩვენს ოჯახში, ან მე მთხოვდნენ ოთახიდან გასვლას, ან ის თავად გადიოდა.

 

რაც შეეხება თამარს, მას გული სამ რამეზე სწყდებოდა:

 

„უნდოდა ოქრო მედალოსანი ყოფილიყო, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ, ვერცხლის მედალი, ხელოვნებაში 4-იანის მიღების გამო, აიღო.

 

მისი მეორე გულისწყვეტა სიმაღლეს უკავშირდება. ბებიასთან საუბარში ამბობდა, რომ უნდოდა უფრო მაღალი ყოფილიყო.

 

და მესამე – ლამაზ სიყვარულზე ოცნებობდა და გული ტკიოდა, რომ ჯერ კიდევ არ ჰქონდა არავისთან მსგავსი ურთიერთობა.“ – აცხადებს რიტა ზურაბაშვილი.

ავტორი: Prime Time
X