19:41 | 2020-11-13 ავტორი: Prime Time

გული გამიჩერდა და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს – რა დაემართა მიშა გომიაშვილს

გული გამიჩერდა და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს – რა დაემართა მიშა გომიაშვილს

მსახიობი მიშა გომიაშვილი საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ინფორმაციას ამის შესახებ მსახიობი თავად ავრცელებს.

 


„ბევრი ჩემი მეგობარი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი, (რაც ძალიან მიხარია) მირეკავს, მწერს, აინტერესებთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგახსენებთ: კორონავირუსი ღმერთის წყალობით არ მაქვს! 2 კვირა ვიწექი გულის კლინიკაში, არაჩვეულებრივი ექიმების გარემოცვაში, სიკვდილის უფლებაც კი არ მომცეს. (ერთხელ გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში სანამ არ ამიმუშავეს!

ვიწექი დიაგნოზით: მიოკარდიუმის ქვემო კედლის მწვავე ტრანსმურული ინფარქტი! გამიკეთეს კორონაროგრაფია-ანგიოპლასტიკა 1 წამლით დაფარული სტენტით. ახლა ვარ სახლში, ცოტა სუსტად“, – წერს გომიაშვილი.

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!