22:13 | 2020-03-18 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

გული ძალიან ამიჩუყდა! – ლუგარის თანამშრომლის ემოციური ისტორია

გული ძალიან ამიჩუყდა! – ლუგარის თანამშრომლის ემოციური ისტორია

სოციალურ ქსელში გულის ამაჩუყებელი ისტორია გავრცელდა. ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლისა და ტაქსის მძღოლის ამბავი, გულგრილს ნამდვილად ვერ დაგტოვებთ. „პრაიმტაიმი“ ლუგარის თანამშრომლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

„რომ არ დავპოსტო, არ შემიძლია. ტრანსპორტის სიმცირის გამო, დღეს ტაქსით მომიწია სამსახურში წასვლა (ლუგარში). აქ მუშაობთო? მკითხა ტაქსის მძღოლმა… კი-მეთქი, ვუპასუხე. მე ლუგარის თანამშრომელს ფულს არ გამოვართმევო, ლუგარი დღეს ფრონტის წინა ხაზზეა და მეც ხომ რამე უნდა გავაკეთო ამ ბრძოლაშიო. შუა ხნის მამაკაცი იყო. გული ძალიან ამიჩუყდა. მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობაა საოცარი. აი ასეთი ადამიანების წყალობით გადავიტანეთ ალბათ ამდენი გაჭირვება. ამ „ბრძოლასაც“ (როგორც მან უწოდა) გადავიტანთ…“ – წერს ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X