15:36 | 2020-09-24 ავტორი: Prime Time

„გულ-მკერდში ორმო მაწუხებს“ – ვიკა ბუკიას და მისი ქმრის ტესტის პასუხი ისევ დადებითია

„გულ-მკერდში ორმო მაწუხებს“ – ვიკა ბუკიას და მისი ქმრის ტესტის პასუხი ისევ დადებითია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია საკუთარ და მისი მეუღლის, ლევან გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.

 

„ჩვენი ტესტები დადებითია, მაგრამ როგორც აგვიხსნეს, ზღვარზეაო. ანტისხეულები წამოვიდა და შემდეგ ტესტს უფრო დამაიმედებელს ელოდებიან. ჩემი ანთებაც კიდევ ანთია.

 

„რაღაც ხდება ფილტვებში. თითქოს რაღაც ცარიელი ნაპრალია“ - ვიკა ბუკიას ახალი პოსტი საავადმყოფოდან
2020-09-20„რაღაც ხდება ფილტვებში. თითქოს რაღაც ცარიელი ნაპრალია“ - ვიკა ბუკიას ახალი პოსტი საავადმყოფოდან

 

ქვემოდან ზემოთ წამოვიდა. ზემოთ ახალი კერები გაჩნდა. კარგი იქნებოდა ეს ახალი კერები არ გაჩენილიყო, მაგრამ სამაგიეროდ ქვემოთ უკეთესობააო – და ეგ არის ახლა კარგიო. ამაზე იფიქრეო. კაი ბატონო. იყოს ეგ კარგი ამბავი. ვიფიქრებ ამაზე.

 

ლევანის ანთება უკეთესობისკენაა, ინტენსივობამ იკლო, უკეთაც გრძნობს თავს.


გულ-მკერდში ორმო ისევ მაწუხებს. ასევე უენერგიობა. ვირუსი უნდა გამოვიდეს მთავარია. ეგ სანამ იქ ზის, თავისას შვრებაო. მე მგონი პირველივე კარგი ამბავი რომ მექნება, ფსიქოლოგიურად მომეშველება გადავლახო ეს განწყობა,“- წერს ბუკია.

 

შეგახსენებთ, რომ ვიკა ბუკიას და ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი აქვთ.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები