19:20 | 2020-04-17 ავტორი: თამარ გონგაძე

გუგა კოტეტიშვილი 83 წლის დედამ სახლში არ შეუშვა

გუგა კოტეტიშვილი 83 წლის დედამ სახლში არ შეუშვა

მხატვარი გუგა კოტეტიშვილი პანდემიურ თვითიზოლაციის პერიოდს, როგორც ამბობს, კარგად იყენებს. ბუნებრივია, განიცდის იმას, რომ შემოსავალი არ აქვს და მისი ცნობილი რესტორანი “შავი ლომი” დაკეტილია, სამაგიეროდ, ფოლკლორისტი მამის, ვახუშტი კოტეტიშვილის არქივის “დასალაგებლად” მოიცალა და საინტერესო და უცნობ ნამუშევრებსაც გადაეყარა.

 

გუგას დედა, ქალბატონი ლია ძაძანიძე 83 წლისაა და ერთი კვირის წინ მასთან პროდუქტებით მისული შვილი, უსაფრთხოების მიზნით, სახლში არ შეუშვა.

 

გუგა კოტეტიშვილი: – სახლში არ გვიშვებს. ტელეფონით ვეკონტაქტებით. პროდუქტი მივუტანე და კარს იქიდან გამოძახა, მანდ დადე და წადიო. როგორც ჩვეულებრივ მშობელი, ასეა დედაც, ფრთხილობს და ჩვენც სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს.

 

თქვენთვის როგორია ეს პერიოდი?

 

– კარგი. რთულია იმ მხრივ, რომ შემოსავალი არ არის და ეს ყველას ეხება. მაგრამ სამაგიეროდ, იცლი იმისთვის, რისთვისაც დრო არ გქონდა. ფიქრის საშუალებაც გაქვს. ვალაგებ მამაჩემის, ჩემი და ჩემი ძმის არქივს.

 

ვახუშტის არქივის გამოქვეყნებას ხომ არ გეგმავთ?

 

– ვნახოთ, სამუშაოა, გადასარჩევი და დასალაგებელია. ამისთვის არასდროს მეცალა და ვერ მივხედე. 1993 წელს ვახუშტის ხელით დაწერილი ნააზრევი ვიპოვე. სიკვდილზეა და ძალიან საინტერესოა. 1992 წელს ჩვენი სახლი დაინგრა და უფრო მძიმე პერიოდი იყო, ვიდრე ახლაა. ბევრად მძიმე. აი, მაშინ დაწერა.

 

ახლა მაქვს დრო ჩემს პირად საქმეებს მივხედო, ხატვისთვის მოვიცალო…

ავტორი: თამარ გონგაძე


X