01:38 | 2020-06-06 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გუდაურში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაზე ახალი ვიდეოჩანაწერი ვრცელდება

გუდაურში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაზე ახალი ვიდეოჩანაწერი ვრცელდება

გუდაურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.

 

მისი მტკიცებით, კადრებში ჩანს, თუ როგორ ეძებენ მისი დაცვის ქვეშ მყოფ მერაბ კობიაშვილს.

 

„მორიგი ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ეძებენ მერაბ კობიაშვილს თავდამსხმელები. ჩანს, რომ დაზარალებული ეძებს მერაბს, დაინახავს თუ არა, მაშინვე მიდის მისი მიმართულებით და სულ მალე თავდასხმაც ხორციელდება.

 

-მორიგი ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ეძებენ მერაბ კობიაშვილს თავდამსხმელები. ჩანს, რომ დაზარალებული ეძებს მერაბს, დაინახავს თუ არა, მაშინვე მიდის მისი მიმართულებით და სულ მალე თავდასხმაც ხორციელდება.ამ ვიდეოს გარდა გვაქვს უამრავი სხვა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ეძებენ მერაბ კობიაშვილს თავდასხმის განსახორციელებლად. გვაქვს უამრავი მასალა, სადაც ჩანს, როგორ ერიდება მათ კობიაშვილი, მაგრამ ისინი მიყვებიან და სცემენ.-მაქსიმალურად ვცდილობთ თავი შევიკავოთ რაიმე ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც დაზარალებულის ახლობლებისთვის იქნება უსიამოვნო, მაგრამ იძულებული ვხდებით, საზოგადოებას ვაჩვენოთ სიმართლე. იძულებული ვხდებით ვუპასუხოთ სიცრუეს!ამ ვიდეოს დადებაც მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ დაინტერესებული პირები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ეს ბიჭები ტაქსის ასაყვანად მიდიოდნენ და და არა მერაბ კობიაშვილისკენ. ვფიქრობ, ეს იმდენად აბსურდული ვერსიაა, პროკურორები ამას კატეგორიულად უარყოფენ პროცესზე.-კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არცერთი ზემოთაღნიშნული პირი არ ცხოვრობს იმ ადგილას, სადაც მერაბის მანქანა იყო. რა უნდოდათ მათ მერაბის მანქანისკენ? რა უნდოდათ იქ, სადაც არაფერი ესაქმებოდათ? პასუხი მარტივია- მორიგი თავდასხმის განხორციელება!გვაქვს კიდევ არაერთი კადრი, სადაც დაზარალებული ეძებს მერაბს და დანახვისთანავე იწევს მისკენ და ეს ყველაფერი ხდება მის მანქანასთან ახლოს. ძალიან ვთხოვ დაზარალებულ მხარეს, რომ თავად მაინც სცენ პატივი გარდაცვლილის სახელს. შეწყვიტონ მერაბ კობიაშვილზე ცრუ ინფორმაციის გავრცელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულის სახელის დაცვის მიზნით ვალდებული ვიქნებით ვაჩვენოთ საზოგადოებას სხვა უამრავი კადრი, რომლის ხილვაც არ იქნება მათთვის სასიამოვნო!უკვე მერამდენედ გვიწევს იმის ახსნა, რომ შეგნებულად არ ვახდენთ სხვადასხვა მტკიცებულების გასაჯაროებას, რათა ეს ყველაფერი არ იყოს აღქმული დაზარალებულის შეურაცხყოფად. -საზოგადოებას მოგმართავთ თხოვნით, რომ, მიუხედავად ყველაფერისა, გამოიჩინოთ მაქსიმალური პატივისცემა გარდაცვლილის მიმართ. მერაბ კობიაშვილის უდანაშაულობის თაობაზე სიმართლის თქმა არ უნდა გავაიგივოთ გარდაცვლილის შეურაცხყოფასთან.შეგახსენებთ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის დაზარალებული მხარე. ჩვენი მოწინააღმდეგე არის ბევრად უფრო ძლიერი- ბრალდების მხარე, რომელსაც აქვს ბევრად დიდი რესურსები და რომელსაც სასამართლო დარბაზში ჩვენი სიმართლით ვაჯობებთ.-აქვე მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა საზოგადოებას მერაბ კობიაშვილის მხარდაჭერისთვის. მადლობა რომ ხედავთ სიმართლეს და გულშემატკივრობთ უდანაშაულო ვაჟკაცს!

Posted by ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე / Lawyer Tariel Kakabadze on პარასკევი, 05 ივნისი, 2020

 

ამ ვიდეოს გარდა გვაქვს უამრავი სხვა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ეძებენ მერაბ კობიაშვილს თავდასხმის განსახორციელებლად. გვაქვს უამრავი მასალა, სადაც ჩანს, როგორ ერიდება მათ კობიაშვილი, მაგრამ ისინი მიყვებიან და სცემენ.

 

მაქსიმალურად ვცდილობთ თავი შევიკავოთ რაიმე ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც დაზარალებულის ახლობლებისთვის იქნება უსიამოვნო, მაგრამ იძულებული ვხდებით, საზოგადოებას ვაჩვენოთ სიმართლე. იძულებული ვხდებით ვუპასუხოთ სიცრუეს!

 

ძირს დააგდოო თაზომ და თურმე ურტყამდა კიდევ და თან იარაღს ეჩალიჩებოდაო - გუდაურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
2020-05-29ძირს დააგდოო თაზომ და თურმე ურტყამდა კიდევ და თან იარაღს ეჩალიჩებოდაო - გუდაურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

 

ამ ვიდეოს დადებაც მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ დაინტერესებული პირები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ეს ბიჭები ტაქსის ასაყვანად მიდიოდნენ და და არა მერაბ კობიაშვილისკენ. ვფიქრობ, ეს იმდენად აბსურდული ვერსიაა, პროკურორები ამას კატეგორიულად უარყოფენ პროცესზე.

 

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არცერთი ზემოთაღნიშნული პირი არ ცხოვრობს იმ ადგილას, სადაც მერაბის მანქანა იყო. რა უნდოდათ მათ მერაბის მანქანისკენ? რა უნდოდათ იქ, სადაც არაფერი ესაქმებოდათ? პასუხი მარტივია- მორიგი თავდასხმის განხორციელება!

 

გვაქვს კიდევ არაერთი კადრი, სადაც დაზარალებული ეძებს მერაბს და დანახვისთანავე იწევს მისკენ და ეს ყველაფერი ხდება მის მანქანასთან ახლოს.

 

ძალიან ვთხოვ დაზარალებულ მხარეს, რომ თავად მაინც სცენ პატივი გარდაცვლილის სახელს. შეწყვიტონ მერაბ კობიაშვილზე ცრუ ინფორმაციის გავრცელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულის სახელის დაცვის მიზნით ვალდებული ვიქნებით ვაჩვენოთ საზოგადოებას სხვა უამრავი კადრი, რომლის ხილვაც არ იქნება მათთვის სასიამოვნო!

 

უკვე მერამდენედ გვიწევს იმის ახსნა, რომ შეგნებულად არ ვახდენთ სხვადასხვა მტკიცებულების გასაჯაროებას, რათა ეს ყველაფერი არ იყოს აღქმული დაზარალებულის შეურაცხყოფად.

 

სასიკვდილო გასროლა მოხდა მაშინ, როდესაც მერაბ კობიაშვილი ძირს აგდია და სამი პირი გამეტებით სცემს - ადვოკატი
2020-05-12სასიკვდილო გასროლა მოხდა მაშინ, როდესაც მერაბ კობიაშვილი ძირს აგდია და სამი პირი გამეტებით სცემს - ადვოკატი

 

საზოგადოებას მოგმართავთ თხოვნით, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, გამოიჩინოთ მაქსიმალური პატივისცემა გარდაცვლილის მიმართ. მერაბ კობიაშვილის უდანაშაულობის თაობაზე სიმართლის თქმა არ უნდა გავაიგივოთ გარდაცვლილის შეურაცხყოფასთან.

 

შეგახსენებთ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის დაზარალებული მხარე. ჩვენი მოწინააღმდეგე არის ბევრად უფრო ძლიერი- ბრალდების მხარე, რომელსაც აქვს ბევრად დიდი რესურსები და რომელსაც სასამართლო დარბაზში ჩვენი სიმართლით ვაჯობებთ.

 

აქვე მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა საზოგადოებას მერაბ კობიაშვილის მხარდაჭერისთვის. მადლობა რომ ხედავთ სიმართლეს და გულშემატკივრობთ უდანაშაულო ვაჟკაცს!“, – წერს დაკავებულის ადვოკატი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X