10:06 | 2021-03-16 ავტორი: Prime Time

გთხოვთ, წყევლით ნუ გამომეხმაურებით – ექიმი ნანა გეგეჭკორი საზოგადოებას მიმართავს

გთხოვთ, წყევლით ნუ გამომეხმაურებით – ექიმი ნანა გეგეჭკორი საზოგადოებას მიმართავს

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებას ეხმიანება.

 

“ბოლო დღეები, თქვენ მე მეკითხებოდით ავიცრებოდი თუ არა ასტრაზენეკას ვაქცინით?

 

მე რომ საქართელოში ვიყო ექიმი, დიახ, აუცილებლად ავიცრებოდი იმ ვაქცინით რაც იქნებოდა ჩემთვის ხელმისაწვდომი და ამავე დროს იქნებოდა აღიარებული ამერიკული ან ევროპული წამლის სააგენტოს მიერ.

 

P.S. ძალიან გთხოვთ, წყევლით ნუ გამომეხმაურებით. მე არაფერს გაძალებთ და არც რაიმე ტიპის პროპაგანდას ვეწევი. მაქვს უფლება მქონდეს ჩემი აზრი ამა თუ იმ მოვლენასთან დაკვშირებით. მითუმეტეს, როცა ეს აზრი გამყარებულია მტკიცებულებებზე დამყარებული ცოდნით და მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილებით. ვაქცინაცია სავალდებულო არაა და თქვენ გაქვთ არჩევანი.

 

საკმარისად ტრაგიკული იყო პანდემიური წელი ჩემთვის, როგორც ექიმისთვის. სწორედ ამიტომაც ვთვლი, რომ ვაქცინაციის რისკები ვერ შეედრება ზიანს რაც კოვიდით ავადობამ შეუძლება მოუტანოს ადამიანს”.- წერს ნანა გეგეჭკორი.

ავტორი: Prime Time


X