16:22 | 2020-09-18 ავტორი: Prime Time

გთხოვთ დამეხმარეთ, რომ ჩემი ძმა დავუბრუნოთ თავის შვილებს – 27 წლის ვახო წერეთელს დახმარება ესაჭიროება

გთხოვთ დამეხმარეთ, რომ ჩემი ძმა დავუბრუნოთ თავის შვილებს – 27 წლის ვახო წერეთელს დახმარება ესაჭიროება

27 წლის მამაკაცს სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროება. ვახტანგ წერეთლის გადასარჩენად ოჯახი საზოგადოებას მიმართავს.

 

„ჩემს ძმას ვახტანგ წერეთელს აქვს ლეიკემია. ის 27 წლის არის და ჰყავს ოჯახი – 2 არასრულწლოვანი შვილი.

 

მას დაუდგინდა მწვავე ლეიკემია. სასწრაფოდ გადავიყვანეთ თურქეთის კლინიკაში (საქართველოში არ კეთდება ეს ოპერაცია), სადაც გაუკეთდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (გადანერგვა).

 

დონორად ჩვენი პატარა და გამოგვადგა, ამისთვის მადლობა უფალს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩემი ძმა ისევ კლინიკაშია მოთავსებული.

 

ოპერაცის საფასური არის 65 000 დოლარი. ჩვენ კეთილი ადამიანების დახმარებით შევძელით, კლინიკის თანხის ნაწილის დაფარვა. დაგვრჩა 16 000 დოლარი. გთხოვთ დაგვეხმაროთ თუნდაც ერთი ლარით რომ ვახო დავუბრუნოთ თავის შვილებს ჯანმრთელი“, – გვწერს ვახტანგის და, თამარ წერეთელი.

 

GE24TB7814045061100103 – „თიბისი ბანკი“

 

GE08LB0711161808760000 – „ლიბერთი ბანკი“

 

GE68BG0000000131399084 – „საქართველოს ბანკი“

 

59001109096 მიმღები თამარ წერეთელი

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები