fbpx
17:30 | 2021-01-11 ავტორი: Prime Time

გრიშა ონიანმა ქუჩაში ახალგაზრდა ქალს აგინა – დაზარალებული ვიდეოს ავრცელებს

გრიშა ონიანმა ქუჩაში ახალგაზრდა ქალს აგინა – დაზარალებული ვიდეოს ავრცელებს

საზოგადოება „სტალინების“ თავმჯდომარემ, გრიშა ონიანმა ქუჩაში ახალგაზრდა ქალს აგინა. ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეო-მასალას „პრაიმამბები“ ავრცელებს.

 

„ინციდენტი დღეს მოხდა. დიღმის გზაზე მივდიოდი, რა დროსაც გვერდით ამომიდგა ეს მამაკაცი. ჩვეულებრივი სიჩქარით მივდიოდი, ამ მანქანამ გადამიჭრა გზა და შეიქმნა საავარიო სიტუაცია, ლამის შევასკდი მარჯვნივ ბორდიურს.

 

გავაჩერე მანქანა და დავუსიგნალე, რას აკეთებ-მეთქი, არ მოეწონა ეს. ამის შემდეგ დაახლოებით სამი-ოთხი კილომეტრი „ვგონკაობდით“, მინდოდა პატრულს დავენახეთ. ბოლოს წინ გზა გადამიკეტა, გადმოვიდა და შეურაცხყოფა მომაყენა“, – ამბობს დიანა კირანოვა → ამ ვიდეოში ჩანს, როგორ აგინებს გრიშა ონიანი ქალს. 

ავტორი: Prime Time
X