fbpx
13:43 | 2020-10-20 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გრიპის ვაქცინის კრიზისი საქართველოში – კერძო კლინიკებისა და აფთიაქების პასუხი კითხვაზე, როდის შემოვა ბაზარზე და რა ეღირება 

გრიპის ვაქცინის კრიზისი საქართველოში – კერძო კლინიკებისა და აფთიაქების პასუხი კითხვაზე, როდის შემოვა ბაზარზე და რა ეღირება 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „რთული გვიანი შემოდგომა და ზამთარი გვექნება“, რაც როგორც კორონავირუსის, ასევე სეზონური გრიპის ვირუსის გააქტიურებას გულისხმობს. ის ასევე ამბობს, რომ “ამ ეტაპზე ქვეყანაში სულ 25 000 ვაქცინაა შემოსული, იცრებიან ორსულები, მოხუცები, ბავშვები, თუმცა, საქართველოში გრიპის ვაქცინის კულტურა არ არის და შესაბამისად, მოთხოვნაც ნაკლებია”.

 

NCDC-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კერძო სექტორი წელს დაახლოებით, 40-50 ათასი დოზა ვაქცინის შემოტანას გეგმავს.

 

 

გთხოვთ, მოგიწოდებთ, გემუდარებით... - მთავრობა მოქალაქეებს მიმართავს
2020-10-20გთხოვთ, მოგიწოდებთ, გემუდარებით... - მთავრობა მოქალაქეებს მიმართავს

 

რეალურად, სოციალურ ქსელებში საზოგადოების განწყობებს თუ დავაკვირდებით, გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა როგორც პრაიმტაიმმა გაარკვია, ქვეყანაში შემოტანილი ვაქცინის პირველი ნაკადის შემდეგ, დეფიციტური სიტუაცია შეიქმნა, რადგან სამედიცინო დაწესებულებაში შეტანილი მარაგი თითქმის, დღე-ნახევარში ამოიწურა – ვაქცინა ხელმისაწვდომი არ არის სააფთიაქო ქსელებში, არც იმუნიზაციის ცენტრში და არც იმ ცნობილ კერძო კლინიკებში, რომელიც სტატიაზე მუშაობისას შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიეთ.

 

 

ერთადერთი კომპანია, სადაც გვითხრეს, რომ ამ სეზონზე გრიპის ვაქცინა გაყიდვაში ჰქონდათ, “ჯპს”-ია, თუმცა მათი თქმით, მარაგები 2 დღეში ამოიწურა. გრიპის ვაქცინა აღნიშნულმა კომპანიამ 50 ლარად გაყიდა. მოცემულ მომენტში, დიდ სააფთიაქო კლინიკებში სურათი ასეთია:

 

„პსპ“ – სააფთიაქო ქსელ „პსპ“-ში ამბობენ, რომ გრიპის ვაქცინა არ აქვთ, არ იციან როდის მიიღებენ და შესაბამისად, ფასიც უცნობია.

 

ჯპს – დაახლოებით, 2 კვირის წინ მიიღეს გრიპის 3-კომპონენტიანი ვაქცინა და მარაგი 2 დღეში ამოიწურა. ვაქცინის ფასი 50 ლარია. მათი ინფორმაციით, მარაგის შევსებას ნოემბრის დასაწყისში ელოდებიან.

 

„ფარმადეპო“ – ვაქცინა არ აქვთ და არ ფლობენ ინფორმაციას, როდის მიიღებენ.

 

„იმპექსი“ იმპექსში ამბობენ, რომ გრიპის ვაქცინა აქამდე არ ჰქონიათ და სავარაუდოდ, მათ ქსელში არც იქნება.

 

ავერისი–  სააფთიაქო ქსელს ვაქცინა არ აქვს, მარაგის შევსებას 10 ნომებრისთვის ელოდებიან.

 

იმუნიზაციის ცენტრი – ამ ეტაპზე ვაქცინა არ აქვთ. ოქტომბრის დასაწყისში შევიდა და მარაგი უკვე ამოიწურა. ჰქონდათ 3-კომპონენტიანი, ჰოლანდიური ვაქცინა და მისი ღირებულება 20 ლარს შეადგენდა. ახალ მარაგს, 4-კომპონენტიან გერმანულ ვაქცინას ნოემბრის დასაწყისში მიიღებენ, ფასიც შემდეგ განისაზღვრება.

 

რა შემთხვევაში ითვლება ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტად​ - ალექსანდრე გოგინავას განმარტება
2020-10-19რა შემთხვევაში ითვლება ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტად​ - ალექსანდრე გოგინავას განმარტება

 

კერძი კლინიკები:

 

​„ღია გული“ – გრიპის ვაქცინა არ მიუღიათ და ყოველდღიური მოლოდინის რეჟიმში არიან. კლინიკაში ამბობენ, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში იდენტური სიტუაციაა.

 

„კავკასიის მედიცინის ცენტრი“ – ამ ეტაპზე ქსელში გრიპის ვაქცინა შეტანილი არ არის, მარაგს ელოდებიან.

 

„ავრსის კლინიკა“ – ამბობენ, რომ სხვა კლინიკებში მათგან ნაწილდება ვაქცინა, თუმცა, ამ ეტაპზე საჭირო მარაგი არსად არის.

 

„კურაციო“ – ამ დრომდე გრიპის ვაქცინა არ მიუღიათ და არ აქვთ ინფორმაცია, შეითანენ მათთან თუ არა.

 

დაბოლოს, საინტერესოა, უწევს თუ არა გრიპის საწინააღმდეგი ვაქცინას ამირან გამყრელიძე რეკომენდაციას იმ შემთხვევაში, თუ რისკ-ჯგუფში არ ვიმყოფებით?!  ის ამბობს:

 

„ზოგადად, თუ ამის საშუალება არის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას რეკომენდაციას ვუწევთ ყველასთვის. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც წითელას, პოლინელიენის და ა.შ. გრიპის საწინააღმდეგო აცრით თქვენ, შეიძლება აიცრათ, მაგრამ გრიპი მაინც განვითარდეს. მისი დაცვის უნარი მერყეობს სადღაც 60-75%. ამიტომ არის, რომ რისკ-ჯგუფებში არიან ხანდაზუმელბი, ასევე ბავშვები და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.“

 

ცნობილია, NCDC-ის გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული პრიორიტეტული ჯგუფების ნუსხა – ნახეთ სია

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X