fbpx
22:49 | 2020-08-16 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გრემის მონასტერთან ბიზნესმენი უნიკალურ ძეგლებს ანგრევს – რა ხდება გრემში

გრემის მონასტერთან ბიზნესმენი უნიკალურ ძეგლებს ანგრევს – რა ხდება გრემში

პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქომ ერთ-ერთი ბიზნესმენის წინააღმდეგ, სასამართლოს მიმართა.

 

საქმე გრემის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, მონასტრიდან დაახლოებით, 50 მეტრში გასხვისებულ მიწაზე ღვინის ქარხნის მშენებლობას ეხება.

 

როგორც ჩვენთან საუბარში პროფესორი, არქეოლოგი, ექსპედიციის ხელმძღვანელი ნოდარ ბახტაძე აცხადებს, ბიზნესმენის ხელით ძველი ნაქალაქარი ნადგურდება, რომელიც უძველეს შენობებს მოიცავს და რომელზეც ისტორიულ წყაროებში წერდნენ კიდეც…

 

ის ამბობს, რომ ბიზნესმენს აღნიშნული ტერიტორია ხელში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩაუგდეს.

 

ცნობილი არქეოლოგი ამის მიზეზად ჩინოვნიკების გაუნათლებლობას ასახელებს. ხოლო ბიზნესმენზე ამბობს, რომ დღესაც კი, მძიმე ტექნიკას ამუშავებდა უძველესი სასახლის, აბანოს, აუზისა და ფანჩატურის თავზე…

 

ხოლო საპატრიარქოში აცხადებენ, რომ გრემის უნიკალურობით დაინტერესებული ბიზნესმენი საპატრიარქოს იგნორირებას უკეთებს…

 

„გრემის მთავარანგელოზთა სამონასტრო კომპლექსთან დაახლოებით, 50 მეტრში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ღვინის ქარხნის მშენებლობა დაიწყო.

 

მა

„ძალიან ცუდად ვიყავი... ჩემი მეუღლე, პრაქტიკულად, კვდებოდა“ - მამა სერაფიმეს დაუჯერებელი სიყვარულის ისტორია
2020-08-14„ძალიან ცუდად ვიყავი... ჩემი მეუღლე, პრაქტიკულად, კვდებოდა“ - მამა სერაფიმეს დაუჯერებელი სიყვარულის ისტორია
ეს ნახევარი უბედურებაა, ბოლოს და ბოლოს, ოდესღაც შეიძლება ეს შენობა დაინგრეს და პირვანდელი სახე დაბრუნდეს, მაგრამ გამოუსწორებელი რამ ნადგურდება. ამჟამადაც, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.

 

ინგრევა ნაქალაქარის  უნიკალური ნაგებობები, საუბარია სამეფო  უბანზე. ამ ტერიტორიაზე ათწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა სასახლე, ფანჩატურები, აუზი, აბანო.

 

ამ უნიკალური აღმოჩენის შესახებ დაიწერა წიგნები, ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა სტატიები. მთელი  ქართული  მოაზროვნე საზოგადოება ამ აღმოჩენას შეჰხაროდა.

 

ახლა, ნაქალაქარის მთელი ტერიტორია სხვადასხვა კერძო პირს გადაეცა და სწორედ ამ ძეგლებზე მიმდინარეობს მშენებლობა.

 

მთელი უბედურება ისაა, რომ ეს უკანონო მშენებლობა არ არის. ოფიციალური ნებართვა გასცა როგორც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა, ისე – კულტურის სამინისტრომ. თითქოს, აქ მნიშვნელოვანი არაფერი არის, თითქოს ბნელა, თითქოს დაგვესიზმრა ეს გათხრებიც და აღმოჩენებიც…

 

ორი თვის წინ, ადგილობრივმა მოსახლეობამ და საპატრიარქომ ექსპერტიზის ჩატარება მომთხოვეს.

 

როგორც დარგის სპეციალისტმა, ჩემი ექსპერტიზის საფუძველზე სასამართლომ მშენებლობა შეაჩერა, მაგრამ ბიზნესმენმა მეორე ინსტანციაში გაასაჩივრეს. იურიდიული ნიუანსები არ ვიცი, მაგრამ ალბათ, თავი დაზარალებულად გამოაცხადეს.

 

ესაა პატრიოტიზმი და ამას აკეთებს ქართველი მეწარმე? ეს ნაქალაქარი მხოლოდ წიგნებში დატანილ ფოტოებად შემორჩება ისტორიას, თუ დროულად საჭირო ზომები არ იქნა მიღებული.

 

როგორც ვიცი, გრემის სამონასტრო კომპლექსთან არსებული ტერიტორიის გასხვისება ერთი წლის წინ მოხდა. ქვეყნისა და კულტურის თითოეულ მოყვარულ ადამიანს მოვუწოდებ, ერთად დავდგეთ ამ ისტორიული ძეგლის შესანარჩუნებლად.

 

ვცადე ამ ბიზნესმენთან გასაუბრება. დიდხანს ვუხსნიდი ამ ძეგლის მნიშვნელობას და ელექტრონული ფოსტით თითოეულ სურათს ვუგზავნიდი, სად იწყებდნენ მშენებლობას.

 

ვუთხარი, რომ შეცდომით მიჰყიდეს მას ეს ნაკვეთი და იქ არ შეიძლება ამ ძეგლების განადგურება. მიწის ამ ნაწილის გაყიდვის გადაწყვეტილება ჩვენი ჩინოვნიკის „განათლებაზე“ კი მეტყველებს, მაგრამ ამ ბიზნესმენმაც დღეს, ადგილზე „ბულდოზერი“ მოიყვანა.

 

ის კომპენსაციას არ ითხოვს. საჩქაროდ ეპატრონება ამ ადგილს და ხელიდან აღარ უშვებს. მეუბნება, ღვინო უნდა ვაწარმოო და მსოფლიოს გავაცნოო…

 

ჩემს პოზიციას იზიარებს ეპისკოპოსი სერგი და საპატრიარქო. საპატრიარქო იძულებული გახდა, სასამართლოსთვის მიემართა, რომელიც პროცესებზე მხარედ გამოდის.

 

თითოეულ მოქალაქეს, ბიზნესმენს, მრეწველს მოვუწოდებ, აკეთონ თავიანთი საქმე, შეავსონ ბიუჯეტი და გამდიდრდნენ, მაგრამ ისე, რომ, კულტურული მემკვიდრეობა არ გაანადგურონ. ეს დაუწერელი კანონიც უნდა იყოს. უხერხულიც კი არის, ასეთ ელემენტარულ საკითხზე საუბარი…

 

ამ ძეგლს, სადაც ღვინის ქარხანა უნდა აშენდეს საოცარი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში საზღვარგარეთიდან ელჩები სტუმრობდნენ ლევან მეფის კარზე ულამაზეს სასახლეს და წერდნენ, რომ ულამაზესი ადგილია.“ – ამბობს ნოდარ ბახტაძე.

 

„პრაიმტაიმი“ საქართველოს საპატრიარქოს იურისტს ედიშერ ქარჩავას დაუკავშირდა. როგორც მან განმარტა, საპატრიარქომ ბიზნესმენის წინააღმდეგ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც მასთან არაერთი მცდელობის მიუხედავად, შეხვედრა ვერ შედგა, რადგან ის საპატრიარქოში არც ერთხელ არ მივიდა.

 

საპატრიარქო სასამართლოსგან მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.

 

„უპირველეს ყოვლისა, ბიზნესმენთან, რომელიც გრემის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, მშენებლობას იწყებს, მოლაპარაკების მიზნით, არაერთხელ შევთავაზეთ შეხვედრა. თუმცა ეს ვერ შედგა, არც ერთხელ არ მოვიდა.

 

ჩვენ მოვითხოვეთ საწყის ეტაპზევე მშენებლობის შეჩერება საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, რომელიც პირველმა ინსტაციამ დააკმაყოფილა, თუმცა მეორე ინსტაციამ ნაწილობრივ გააუქმა და დაბრუნდა ყვარელის რაიონში.

 

სააპელაციო სასამართლომ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ახლა, სარჩელის არსებით განხილვას ველოდებით.

 

ეს პიროვნება საპატრიარქოს სრულ იგნორირებას უკეთებს, რის გამოც, სასამართლოს მივმართეთ.“ – ამბობს ედიშერ ქარჩავა.

 

წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა და ისტორიის განადგურება დაფიქსირდა - ტიგინაშვილი
2020-07-19წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა და ისტორიის განადგურება დაფიქსირდა - ტიგინაშვილი

 

„პრაიმტაიმი“ ამ საკითხს კიდევ დაუბრუნდება და შეეცდება ბიზნესმენთან ინტერვიუს ჩაწერას, თუ რა გზებით შეიძინა სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, კულტურული ძეგლებით მიწის ნაკვეთი კომერციული მიზნით და რის საფუძველზე გაყიდა აღნიშნული ადგილი მუნიციპალიტეტმა, ვინ და რატომ დათანხმდა ტერიტორიის გასხვისებას კულტურის სამინისტროდან.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X