fbpx
15:40 | 2020-12-26 ავტორი: Prime Time

გრანდიოზული წინასაახალწლო ფასდაკლებები „გრანდ ელექტრონიქსში“!

გრანდიოზული წინასაახალწლო ფასდაკლებები „გრანდ ელექტრონიქსში“!

24 დეკემბრიდან წინასაახალწლო მზადებამ პიკს მიაღწია – მთელი კვირის განმავლობაში, 31 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებელს ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსში“ გრანდიოზული ფასდაკლებები დახვდება.
მსხვილ ტექნიკას 30%-მდე, ხოლო წვრილ ტექნიკას 50%-მდე ფასდაკლება შეეხება და აღნიშნული ფასდაკლებები ქსელის ხუთივე მაღაზიასა და ვებგვერდს მოიცავს.

 

ფასდაკლებით თითქმის ყველა ბრენდის პროდუქციის შეძენისას ისარგებლებთ. შეგახსენებთ, რომ „გრანდ ელექტრონიქსში“ შესაძლებელია ისეთი წამყვანი საერთაშორისო ბრენდების ტექნიკის შეძენა, როგორებიცაა SHARP, Toshiba, Midea, Beretta, Warmhaus, Mitsubishi Electric, Ardesto და სხვა პრემიუმ თუ ბიუჯეტური ბრენდები.
„გრანდ ელექტრონიქსის“ ყველა ფილიალი მომხმარებლისათვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ზრუნავს საბურთალოს „სითი მოლის“ სავაჭრო ცენტრში, „ისთ-ფოინთსა“ თუ „მეგალაინში“. ასევე, სრული დატვირთვით მუშაობენ ვარკეთილისა და გლდანის ფილიალები.

რაც შეეხება ვებგვერდს, „გრანდ ელექტრონიქსის“ ვებგვერდზე 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღეა შესაძლებელი შეკვეთის განთავსება პირდაპირი შესყიდვის ან განვადების შემთხვევაში. ასევე, თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისი უფასოა ნებისმიერ ნივთზე.

გრანდიოზული ფასდაკლებების აქცია შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების შემდეგ სიურპრიზად დაანონსდა.
„მას მერე, რაც შეზღუდვები დაწესდა, მით უმეტეს, წინასაახალწლოდ, ყველამ, მათ შორის, საჩუქრებმაც კი მოიწყინეს“, აღნიშნავს „გრანდ ელექტრონიქსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინი ნიქაბაძე. „სწორედ ამ კუთხით გაიშალა ჩვენი კამპანიაც. ხოლო შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ანუ 24 დეკემბრიდან, მაღაზიების გახსნასთან ერთად გრანდიოზული ფასდაკლებებიც გამოვაცხადეთ“,- ამბობს ნინი.

მეორე ეტაპის შეზღუდვები 2020 წლის ბოლოს; დახურული მაღაზიები, ჩამქრალი ვიტრინები და არასადღესასწაულო განწყობა დაკეტილ სავაჭრო მოლებში წინასაახალწლოდ – სწორედ ამ სიტუაციას ასახავდა ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ საახალწლო კამპანია „საჩუქრებმა მოიწყინეს“. მომხმარებლების ხმაურისა და ფუსფუსის გარეშე დარჩენილმა საჩუქრებმა, რომლებიც დღესდღეობით დახლებზე უქმად აწყვია, ერთმანეთში წუწუნი დაიწყეს.

 

„რახანია, ასეთი ცივი არ ვყოფილვარ“, წუწუნებდა გაზქურა. თმის ფენი და სავარცხელი კი მარჩიელობდნენ, მოენატრათ თუ არა ისინი Beauty Lab-ის ჯგუფში; დარდობდა კონდიციონერიც, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარია და ყველაზე ნაკლები სადარდებელი ახლა მას აქვს; ტელევიზორებიც უსაქმოდ იყვნენ ჩამწკრივებულები.
დღეს კი, როცა შეზღუდვები დროებით შემსუბუქებულია, „გრანდ ელექტრონიქსი“ „გრანდ“- 30-50%-იანი ფასდაკლებებით გაანებივრებს მომხმარებელს.

ავტორი: Prime Time
X