13:32 | 2020-03-18 ავტორი: ნინი ტაველიძე

GOT- ის მსახიობს კორონავირუსი დაუდგინდა

GOT- ის მსახიობს კორონავირუსი დაუდგინდა

სამეფო კარის თამაშების მსახიობი კრისტოფერ ჰივიუ, რომელიც სერიალში ტორმუნდის როლს ასრულებდა, კორონავირუსი დაუდგინდა.

 

ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელ instagram- ზე წერს.

 

„მოგესალმებით ნორვეგიიდან. ვწუხვარ ამას რომ გეუბნებით, მაგრამ კორონავირუსის ტესტმა შემოწმების შემდეგ დადებითი აჩვენა. მე და ჩემი ოჯახი სახლში, თვითიზოლაციაში ვართ და ვიქნებით იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება. თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ გაციების სიმპტომები მაქვს. არიან ადამიანები, რომელთათვისაც ამ ვირუსს უფრო მაღალი რისკები აქვთ, ასე რომ მოგიწოდებთ, რომ ფრთხილად იყოთ. დაიბანეთ ხელები, შეინარჩუნეთ 1,5 მეტრის დისტანცია სხვებთან, იყავით კარანტინში. უბრალოდ გააკეთეთ ყველაფერი, რომ მისი გავრცელება შეაჩეროთ. ერთად შევძლებთ ამ ვირუსთან ბრძოლას და საავადმყოფოებში კრიზისსაც ავირიდებთ. გთხოვთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს, შეინარჩუნეთ დისტანცია და იყავით ჯანმრთელები. ესტუმრეთ თქვენი ქვეყნის დაავადების კონტროლის ცენტრის ვებგვერდს და მიჰყევით რეგულაციებს, რომ დაიცვათ სხვები და საკუთარი თავები. განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არიან. მაგალითად მოხუცები, და ისინი, ვისაც ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობა აქვთ“, – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X