13:32 | 2020-03-18 ავტორი: Prime Time

გორში ქურდობის გამო 22 წლის ახალგაზრდა დააკავეს

გორში ქურდობის გამო 22 წლის ახალგაზრდა დააკავეს

გორში ქურდობის ბრალდებით 22 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, საიდანაც ლეპტოპი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა ნ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ მოპარული ლეპტოპი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები