21:59 | 2020-06-09 ავტორი: ალექსი ქამადაძე

პოლიციამ გიორგი კანდელაკის შვილი თარაშ კანდელაკი გორში დააკავა

პოლიციამ გიორგი კანდელაკის შვილი თარაშ კანდელაკი გორში დააკავა

გორში პოლიციამ, მოკრივე გიორგი კანდელაკის შვილი თარაშ კანდელაკი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა.

 

შსს-ს ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ვინ არის გიორგი კანდელაკის შვილი, რომელიც დაკითხეს
2020-06-09ვინ არის გიორგი კანდელაკის შვილი, რომელიც დაკითხეს

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ჯოზეფში“, 2001 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული ე.თ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +