00:57 | 2020-09-17 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გორში ხანძარია, ცუდი ხილვადების გამო, სახანძრო ტექნიკა ადგილზე ვერ მიდის

გორში ხანძარია, ცუდი ხილვადების გამო, სახანძრო ტექნიკა ადგილზე ვერ მიდის

გორში, ატენი-ბოშურის მიმდებარედ ხანძარია. ხანძარი მთაში კლდოვან ნაწილზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა რთული რელიეფის გამო, ვერ ხერხედება.

 

ამ ინფორმაციას „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ღამის განმავლობაში, ხილვადობის აღდგენამდე ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები დარჩებიან.

 

„ატენი- ბოშურის მიმდებარედ მთაში, კლდოვან ნაწილზე შეინიშნება ცეცხლი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხედება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება სპეც აღჭურვილობით მობილიზებული მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ხილვადობის აღდგენისთანავე გაგრძელდება ცეცხლის ქრობის სამუშაოები.” – განმარტავენ უწყებაში.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +