00:18 | 2021-06-06 ავტორი: Prime Time

გორში ავარიისას დაშავებული 18 წლის ბიჭი გარდაიცვალა

გორში ავარიისას დაშავებული 18 წლის ბიჭი გარდაიცვალა

გორში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. მანქანა ორ ქვეითს შეეჯახა. 18 წლის ბიჭი, რომელსაც მანქანა დაეჯახა, კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, 16 წლის გოგონა მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 


ცნობილია, რომ 18 წლის ბიჭს  სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული და ის ადგილზე გარდაიცვალა. 16 წლის გოგონას ფეხი აქვს მოტეხილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სასწრაფო და სახანძრო დახმარების ეკიპაჟები.

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!