
გორში, კვენაკის დასახლებაში მდებარე ეკლესიაში 85 წლის ცოლ-ქმარმა ჯვარი დაიწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ყოვლაწინდა სამების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ლუკა კარელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„განსაკუთრებული დღე ჩვენს ტაძარში, 85 წლის ბატონმა ავთანდილმა და ქალბატონმა მარიამმა ჯვარი დაიწერეს. მრავალჟამიერ მათ სიცოცხლეს“, – წერს სოციალურ ქსელში ეკლესიის წინამძღვარი ლუკა კარელიძე.
ავტორი: თათია გოლოშვილი