fbpx
12:07 | 2020-05-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გორში 28 წლის გოგო გარდაიცვალა – მას სახის არეში ჩალურჯებები აღენიშნება

გორში 28 წლის გოგო გარდაიცვალა – მას სახის არეში ჩალურჯებები აღენიშნება

ორი დღის წინ გორში, 28 წლის გოგონა გარდაიცვალა. ,,პრაიმტაიმის” წყაროს ინფორმაციით, გოგონა დიალეზზე იყო და ყოველდღე დადიოდა საავადმყოფოში სამკურნალოდ.

 

თუმცა გარდაცვალების დღეს ახალგაზრდა გოგო საავადმყოფოში არ წასულა.

 

Exclusive: დედის პატიმრობიდან ორი წლის შემდეგ ირკვევა, რომ ბავშვებზე სინამდვილეში მამა ძალადობდა
2020-05-13Exclusive: დედის პატიმრობიდან ორი წლის შემდეგ ირკვევა, რომ ბავშვებზე სინამდვილეში მამა ძალადობდა

 

წყაროს გვიყვება, რომ გარდაცვლილს სახის არეში ჩალურჯებები აღენიშნება. მიზეზი თუ რატომ ვერ წავიდა საავადმყოფოში გოგონა, უცნობია.

 

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილს და მის მეუღლეს წარსულში უთანხმოება ჰქონდათ.გარდაცვლილი გოგოს მეუღლეს სამძიმარზე არ უშვებენ ახლობლები.

 

ცნობისთვის, გარდაცვლილის მეუღლე წარსულში მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. გარდაცვლილს სამი წლის გოგონა დარჩა.

 

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეზე ჯერ დაკავებული არავინ არაა.

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X