12:30 | 2020-03-09 ავტორი: Prime Time

გორის საკარანტინო სივრცეში ბულგარეთის 2 მოქალაქე შეიყვანეს

გორის საკარანტინო სივრცეში ბულგარეთის 2 მოქალაქე შეიყვანეს

გორის საკარანტინო სივრცეში დაკვირვების ქვეშ 22 პაციენტი იმყოფება. 7 მარტს სახლში 4 პაციენტი გაუშვეს, გუშინ კი – 2 მიიღეს. ჰოსპიტალის წარმომადგენლის განცხადებით, ახალი პაციენტები ბულგარეთის მოქალაქეები არიან. მისივე თქმით, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

 

„სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება 22 პაციენტი, 4 სამხედრო მოსამსახურე, 4 ბულგარელი, 1 ირანელი“, – განაცხადა სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.

 

მისი ინფორმაციით, საკარანტინო სივრცე 4 ირანელმა დატოვა.

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 9 მარტს, საქართველოში კოროვანირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, დაინფიცირებულთა რიცხვი 15-ს შეადგენს.

 

ავტორი: თათია გოლოშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები