16:44 | 2020-05-03 ავტორი: Prime Time

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ერთი ნიმუშის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

 

როგორც ცნობილია, კორონავირუსი გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედდის კონტაქტებიდან ერთ-ერთი ინფიცირებულის ოჯახის წევრს დაუდასტურდა.

 

მედდის ჩათვლით, შიდა ქართლში ეს უკვე კორონავირუსის მეცხრე შემთხვევაა. ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 23 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.

 

ავტორი: თათია გოლოშვილი

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X