fbpx
12:04 | 2020-10-05 ავტორი: Prime Time

გორის კლინიკაში 50-მდე ბავშვი შეიყვანეს

გორის კლინიკაში 50-მდე ბავშვი შეიყვანეს

გორში, სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ მოწამვლის სიმპტომებით 48 ბავშვი შეიყვანეს. კლინიკაში ამბობენ, სტაციონალური მკურნალობას 16 ბავშვი გადის, დანარჩენები უკვე გაეწერნენ კლინიკიდან.

 

„მშობლები უკავშირებენ წყალს ან საკვებს. მიზეზებს ადგენენ. მოწამვლის შემთხვევები ძირითადად ერთ უბანს, კომბინატს უკავშირდება“ – აცხადებს ,,იავნანას” ექიმი.

 

ბავშვების მოწამვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.კომბინატში მცხოვრები მოსახლეობა წყალს ორი დღეა სუპერმარკეტებში ყიდულობს.

 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ სასმელი წყლის მასიურ დაბინძურების ფაქტს ადგილი არა აქვს. ამის შესახებ კომპანიის გორის სერვისცენტრის მენეჯერი შალვა ტაბატაძე განაცხადა. მისი თქმით, დღეს დილით სასმელი წყლის მოწამვლის თაობაზე ჭორი გავრცელდა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ შემოწმება დაიწყო და ლაბორატორიულ დასკვნას მაინც დადებენ.

 

„ერთ-ერთ სკოლაში მშობელი მისულა და უთქვამს, რომ ბავშვი წყლით მოიწამლა და აღარ დაალევინოთო. ჩვენ მაშინვე დავიწყეთ ძებნა, თუ სად რომელ ოჯახში მოხდა ეს. ვერ მივაკვლიეთ ასეთ ოჯახს. წყალი ყოველდღიურად სისტემაში მოწმდება და ეს რომ არ გავაკეთოთ, არავინ გვაპატიებს. მიუხედავად ამისა,დღის განმავლობაში წყალი ლაბორატორიულად შემოწმდება და ყველა ნახავს, რომ სიცრუე გავრცელდა-“, ამბობს შალვა ტაბატაძე.

 

 

 

ავტორი: თათია გოლოშვილი

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X