fbpx
23:08 | 2020-05-28 ავტორი: თამთა თორდია

„გორბის“ რეიტინგები: 55% „ქართული ოცნება“, 12% „ნაციონალური მოძრაობა“

„გორბის“ რეიტინგები: 55% „ქართული ოცნება“, 12% „ნაციონალური მოძრაობა“

ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას – ტელეკომპანია „იმედის” დაკვეთით ორგანიზაცია „გორბის” მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოკითხულთა 55% ამბობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას” მისცემდა, 12% – „ნაციონალურ მოძრაობას“, 6% – „პატრიოტთა ალიანსს“, 4% – „ლეიბორისტულ პარტიას”, 4% – „ლელოს”, 3% – „ევროპულ საქართველოს“, დანარჩენი პროცენტები კი სხვა პარტიებზე ნაწილდება.

 

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა.

 

მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

 

GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება +/- 3%-ია.

 

ავტორი: თამთა თორდია
X