
გონიოში ზღვაში მოქალაქეებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს და პოლიციაში დარეკეს.
ადგილზე სამართალდამცავები და გამნაღველები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
როგორს “პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ნაპოვნია კოროზირებული ჭურვი.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის”
236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, ან ფეთქებადი მოწყობილობის შეძენა-შენახვა გულისხმობს.
ავტორი: ნაირა ქობლაძე