
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მოსახლეობას ძველით-ახალი წლის დადგომას ულოცავს.
ზურაბიშვილი ოფიციალურ Facebook-გვერდზე მისალოც წერილს აქვეყნებს და ასევე აღნიშნავს, რომ მისი ძაღლი, „გომბორა“ ფეიერვერკებს განიცდის.
„გომბორა განიცდის ფეიერვერკებს, ვაწყნარებ და ერთად ველოდებით 12 საათს და ახალიწლის დადგომას! გილოცავთ ყველას და გისურვებთ დადგეს ახალი, მშვიდი, სიხარულის მომტანი წელი!“ – წერს საქართველოს პრეზიდენტი.