fbpx
20:23 | 2020-06-29 ავტორი: თამთა თორდია

გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება! – რას უყვება გამოძიებას სისხლიან დაპირისპირებაზე ანა გაბეჩავა, რომლის წვეულება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებით დასრულდა

გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება! – რას უყვება გამოძიებას სისხლიან დაპირისპირებაზე ანა გაბეჩავა, რომლის წვეულება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებით დასრულდა

„ტვ პირველი“ 18 წლის ანა გაბეჩავას ჩვენებას ავრცელებს, რომელშიც ის თავის დაბადების დღეზე მომხდარი დაპირისპირების დეტალებს იხსენებს.

 

18 წლის ანა გაბეჩავა ჩვენებაში ამბობს, რომ მას დაბადების დღეზე მეგობრები, კლასელები და უბნელები ყავდა დაპატიჟებული.

უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია - რას ყვება გოგოს ადვოკატი, რომლის დაბადების დღე ტრაგედიით დასრულდა
2020-06-29უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია - რას ყვება გოგოს ადვოკატი, რომლის დაბადების დღე ტრაგედიით დასრულდა

 

 

გოგონა ამბობს, რომ ეს მისთვის დიდი ტრაგედიაა.

 

„როდესაც გავედი სახლის ეზოში, დავინახე, რომ ჩემი მეგობრები, კლასელები და უბნელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ. ვინ ვის ურტყამდა კონკრეტულად არ დავკვირებივარ. ვცდილობდი გაშველებას. სწორედ გაშველების დროს დავინახე, რომ ჩემს უბნელ ნიკა ხეჩოშვილს ქვა ჩაარტყა მარცხენა მხარეს შუბლის ზედა ნაწილში ჩემმა მეგობარმა საბა ჩხარტიშვილმა.

 

ასევე დავინახე ეზოში ჩემი უბნელი, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. ვინ ვის სცემა მე არ დამინახავს, თუმცა გეტყვით, რომ ძალიან ნაცემი იყო.

 

გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება და ძალით გავყარეთ სახლიდან. ვეუბნებოდი, რომ წასულიყვნენ ჩემი დაბადების დღიდან და აღარ მოსულიყვნენ. გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამრიხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვანო თეგაშვილი ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან, არ ჩარეულან და შიგნით სახლში ქეიფობდნენ.

 

მას შემდეგ რაც სახლში შევედი, ვიყავი ანერვიულებული, ვტიროდი. მეგობრებმა შემომთავაზეს წავსულიყავი ლისზე ირაკლი წაქაძის აგარაკზე და იქ გაგვეგრძელებინა ქეიფი რაზეც დავთანხმდი“, – ნათქვამია ანი გაბეჩავას ჩვენებაში.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X