fbpx
18:42 | 2020-08-19 ავტორი: თამარ გონგაძე

გოგონა, რომელიც თამარ ივერს მეეზოვე ეგონა, თურქული სერიალის გმირი აღმოჩნდა

გოგონა, რომელიც თამარ ივერს მეეზოვე ეგონა, თურქული სერიალის გმირი აღმოჩნდა

სოციალურ ქსელებსა და სააგენტოებზე გავრცელდა გოგონას სურათი, რომელსაც შემდეგი ტექსტი აქვს დართული.

 

“თანატოლები დამცინიან, რომ მეეზოვე ვარ, მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო?
– ეს გოგონა მეეზოვეთ მუშაობს იმისთვის, რომ 2 წლის შვილი მშიერი არ ყავდეს და უნივერსიტეტში სწავლის თანხა გადაიხადოს. ყველამ# გავაზიაროთ და გავახაროთ ჩვენი გვერდში დგომით.”

 

ამ პოსტით შეცდომაში შეიყვანეს ოპერის მომღერალი, თამარ ივერი, რომელიც გოგონას ფოტოს თავისი “ფეისბუქის” გვერდზე აზიარებს და აწერს:

 

“აფერუმ ამის ქალობას. ეს ქალბატონი ჩემთვის კაფე-ბარებში დამჯდარი, პირში სიგარეტგაჩრილი “სვეტსკიე ლვიცებზე” მაღლა დგას.”

 

No description available.

 

“თბილსერვის ჯგუფის” პრეს-სამსახურის უფროსის, სოფიო კობაიძის პოსტიდან კი ვიგებთ, რომ ეს გოგონა ერთ-ერთი თურქული სერიალის გმირია.

 

სოფო სოციალურ ქსელში წერს: “მეგობრებო, ეს ლამაზი გოგონა “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელი არ გახლავთ. როგორც გაირკვა, ერთ-ერთი თურქული სერიალის გმირი ყოფილა. წარმატებები მას. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ პრეს-სამსახურს.”

 

პრეს-სამსახური კი ამ ფაქტზე “პრაიმტაიმთან” შემდეგ კომენტარს აკეთებს.

 

“ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში, ხშირად აზიარებენ გოგონას ფოტოს, რომელსაც ჩვენს თანამშრომლად მოიხსენიებენ. დაზუსტებით შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენთან არ მუშაობს… ისიც თქვეს – თურქული სერიალის გმირიაო… ვერ დავადასტურებ, არ მინახავს სერიალი. ჩვენდა სასიხარულოდ, შპს,, თბილსერვის ჯგუფში”, ძალიან ბევრი ლამაზი, ერუდირებული, სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული გოგონა მუშაობს, რომლებსაც სიამოვნებით გავაცნობთ საზოგადოებას სხვადასხვა მედია-საშუალებებით” – აცხადებს სოფიო კობაიძე.

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X