19:55 | 2020-06-01 ავტორი: ნინი ტაველიძე

გოგონა, რომელიც 16 წლისა გააუპატიურეს და ორსულად დარჩა, მოგვიანებით 100-ზე მეტი ბავშვის აღმზრდელი გახდა

გოგონა, რომელიც 16 წლისა გააუპატიურეს და ორსულად დარჩა, მოგვიანებით 100-ზე მეტი ბავშვის აღმზრდელი გახდა

ყოველ წელს ჯინი დოილი დაბადების დღეზე უამრავ მისალოც ბარათს იღებს, რომლებიც თითქმის სრულად ავსებენ ერთ ოთახს. ეს ყოველწლიური მილოცვები და უამრავი ბარათები მადლიერების გამოხატვაა იმ სიკეთისთვის, რაც ჯინიმ უამრავ უსახლკარო ბავშვს გაუკეთა. ცხოვრებამ ჯინის პრობლემურ ბავშვებთან ურთიერთობა ასწავლა.

 

ბებიაჩემს უნდოდა, რომ სექს-სამუშაო 6 წლის ასაკიდან დამეწყო - ელისკა ტანზერის ისტორია
2020-05-29ბებიაჩემს უნდოდა, რომ სექს-სამუშაო 6 წლის ასაკიდან დამეწყო - ელისკა ტანზერის ისტორია

 

ჯინი დოილის ისტორია კი ასეთია:

 

ჯინი თავის ხუთ ძმასთან ერთად დუბლინში იზრდებოდა. ის ყველაზე უმცროსი იყო. მისი ბავშვობა ბედნიერად მიდიოდა. მაგრამ ერთ დღესაც მოულოდნელად ჯინის დედა, მერი გარდაეცვალა. მერი 36 წლის იყო. მას მკერდის კიბო ჰქონდა. ჯინი მაშინ 10 წლის იყო.

 

„დედა ავადმყოფობას მალავდა. ქიმიოთერაპიის დაწყება როგორც კი გადავწყვიტეთ, უკვე გვიანი იყო“,- ამბობს ის.

 

ჯინის მამა ჯეკი ქარახანაში მუშაობდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჯეკმა თავის ორ შვილს მუშაობა ქარხანაში დააწყებინა. დანარჩენი ორი საცხოვრებლად ნათესავთან გაუშვა.

 

პატარა ჯინი კი წმინდა ჰილდას ქალთა მონასტერში გაგზავნეს. მონაზვნებისგან ჯინი სიტყვიერ და ფიზიკურ შეყრაცხყოფას განიცდიდა.

 

„ყველაზე ულმობელი და გერტრუდა იყო. ნამდვილი სადისტი. ის ხან ხელს, ხან ბიბლიას ხან სახაზავს მირტყამდა. იქამდე მეძახდა „ბოროტ, უზნეო“ გოგოს, სანამ ტირილს არ დავიწყებდი. იმისთვის, რომ ეშმაკისგან გავთავისუფლებულიყავი, მარტო ვიყავი დატუსაღებული და მხოლოდ წყალსა და პურს ვჭამდი“,- იხსენებს ჯინი.

 

ჯინი დოილის წიგნი „ბოროტი, უზნეო გოგო“
ჯინი დოილის წიგნი „ბოროტი, უზნეო გოგო

 

მამა ჯინის მონასტერში ხშირად სტუმრობდა. თუმცა, მონაზვნები ჯინის ცემით აშინებდნენ, რომ მამისთვის არაფერი ეთქვა.

 

„ხშირად მახსენდება ის პერიოდი. მაშინ ვთქვი, რომ თუ ბავშვები მეყოლებოდა, არასდროს გავუშვებდი მათ ჩემგან და მუდმივად დავიცავდი.

 

ვფიქრობ, მონაზვნების ასეთმა საქციელმა განაპირობა ის, რომ გავხდი მშობელი, რომელიც უსახლკარო ბავშვევს დროებით იფარებს“,- ამბობს ჯინი.

 

16 წლის ჯინი როგორც იქნა მონასტრიდან წამოვიდა და კვლვ მამასთან დაიწყო ცხოვრება:

 

„ჩემი გამოუცდელობის გამო, მამაჩემის ერთ-ერთი მეგობრის სამიზნე გავხდი. მან ჩემზე სექსუალურად იძალადა“.

 

ჯინი ორსულად დარჩა. ირლანდიაში მაშინ ორსული ქალი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის გააუპატიურეს, მეძავად ითვლებოდა. აბორტის გაკეთება ლეგალური არ იყო.

 

ამიტომ ჯინიმ ინგლისში წასვლა გადაწყვიტა. მამას კი უთხრა, რომ იქ სამსახური იშოვა და ამიტომ მიდიოდა.

 

„როდესაც გემზე ვიყავი. თავი ძალიან მარტოსულად ვიგრძენი. მინდოდა დედა ჩემთან ყოფილიყო.

 

მისი საქორწილო ბეჭედი გავიკეთე, რათა ადამიანები პატივისცემით მომპყრობოდნენ. სალფორდში ყოფნა გამიჭირდა, არავის უნდოდა ორსული ქალი.

 

გარეთ მეძინა. მამა ცოტა ფულს მიგზავნიდა, რითაც საჭმელს ვყიდულობდი“,- იხსენებს ის.

 

 

 

მიუხედავად ცუდი გამოცდილებებისა, ჯინის რწმენა არ დაუკარგავს. ის მუდმივად დადიოდა ეკლესიაში. ერთ დღესაც ის საეკლესიო მერხთან იჯდა, როდესაც მასთან კეთილი უცნობი ქალი ნორმა მივიდა. მან ჯინი სახლში დაპატიჟა და მანაც მთელი ისტორია მოუყვა.

 

 

ნორმა ორსულობის განმავლობაში ჯინის გვერდიდან არ სცილდებოდა. როცა ჯინის მამამ სიმართლე გაიგო, მასზე უარი თქვა. ჯინის შვილი, სახელად სარა, ეყოლა.

 

ერთ დღესაც ჯინის ცხოვრებაში სიყვარული მოვიდა. ჯინიმ ბილი მაშინ გაიცნო, როდესაც ის საცხობში მუშაობდა. ისინი დაქორწინდნენ და სამი შვილი ეყოლათ.

 

„ყველაზე მეტად თუ რამ მინდოდა, იყო რომ დედა ვყოფილიყავი. ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს. მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემს გულში ადგილი უფრო მეტი ბავშვისთვის იყო“,- ამბობს ჯინი.

 

სწორედ ამიტომ ბილი და ჯინი მინდობით აღზრდის მსურველი ოჯახი გახდნენ. მათ პატარა ჰოლი შეიფარეს, რომელიც ეკლესიის კიბეებთან შობაზე მიატოვეს:

 

„მოგვიანებით გავიგე, რომ ჰოლის დედა ანჯელა 15 წლის იყო, როცა მისმა მთვრალმა მამამ გააუპატიურა.
მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე“.

 

ბილიმ და ჯინიმ უამრავი ბავშვი შეიფარეს და დახმარება აღმოუჩინეს. ისინი ბავშვებს მზრუნველი ოჯახის მოძებნაში დაეხმარნენ.

 

„ერთხელ მიტოვებული ბავშვები შევკრიბე. სასამართლოში წავედი და მათ მაგივრად ვილაპარაკე. ბევჯერ მომიყვანია პარკიდან მთვრალი ბავშვები სახლში.

 

ჩემთვის მინდობით აღზრდა ბავშვებისადმი კეთილგანწყობის და სიყვარულის გამოხატვის საშუალებაა. ეს მათთვის იმედის მიცემაა – იმედის, რომ ისინი მოიკრებენ ძალას და ბედნიერ ადამიანებად გაიზრდებიან“,- ამბობს ჯინი.

 

72 წლის ჯინმა მინდობით უკვე 100-ზე მეტი ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდა უზრუნველყო.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X