fbpx
13:46 | 2020-08-03 ავტორი: Prime Time

გოგომ მამაკაცს გაუგზავნა ვიდეო, სადაც ვენების გადაჭრაა ასახული – რა დახვდა გორში, ადგილზე მისულ პოლიციას?

გოგომ მამაკაცს გაუგზავნა ვიდეო, სადაც ვენების გადაჭრაა ასახული – რა დახვდა გორში, ადგილზე მისულ პოლიციას?

სოციალური ქსელის მომხმარებელი შალვა ლონდარიძე საკუთარ „ფეისბუქზე“ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„წუხელ პოლიციის განყოფილებაში გავათენე, ჩემს ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი სამართალდამცავთა შენობაში, როგორც…

 

ისტორიას ოდნავ შორიდან დავიწყებ. დაახლოებით 1 თვის წინ, სოციალურ ქსელში, ახალგაზრდა გოგონამ მეგობრობის თხოვნა გამომიგზავნა.

 

მეგობრობაზე უარის თქმა არ მახასიათებს, მიუხედავად მეგობრობის მსურველთა პოლიტიკური, რელიგიური,თუ სხვა განმასხვავებელი რაიმე ნიშნისა.

 

გოგონას რეპუტაციას ვუფრთხილდები, ამიტომ მას, ინიციალებით მოვიხსენიებ.

 

ა.ლ. ჩემთან საუბრით, თავიდანვე დეპრესიული საუბრით გამოირჩეოდა. ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ არავის უყვარდა და ყველასგან მიტოვებული იყო. წერდა იმასაც, რომ იყო მძიმედ ავადმყოფი. ადამიანურად ამ ისტორიებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, იმ დონეზე მივიღე მისი ტკივილი, რომ ეკლესიაში, ჩემს მოძღვართან გასაუბრებაც კი შევთავაზე, თუმცა გოგონამ აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

 

ასე გადიოდა დრო… ანნის პრობლემები დღითიდღე მრავლდებოდა, მეც როგორც შემეძლო ვამშვიდებდი, თუმცა წუხელ, მისმა პრობლემამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, იგი კვლავ დამიკავშირდა და მომწერა, რომ ძალიან ცუდად იყო, რამდენიმე წამის შემდეგ კი ვიდეო გამომიგზავნა, სადაც აღწერდა თუ იმ წუთას როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა… ვიდეოში მოქმედ პირს ხელში ბრიტვა უჭირავს, ხოლო ხელები რამდენიმე ადგილზე აქვს დასერილი და ძლიერი სისხლდდენაა…

 

სიმართლე გითხრათ, შოკში ჩავარდი… ადამიანის თვითმკვლელობისა, თუ თვითდაზიანების ასეთი კადრი პირველად ვნახე… თუმცა ახლა მთავარი იყო ანნის გადარჩენა…

 

დაუყონებლივ დავუკავშირდი 112-ს და ზედმიწევნით ვუამბე ვიდეოში ნანახის შესახებ.

 

„გამარჯობა, გიკავშირდებით შალვა ლონდარიძე. არ ვიცი ტყუილია, თუ მართალი, მაგრამ სოციალური ქსელით მივიღე ვიდეოკადრი, სადაც ნათლად ჩანს, რომ ადამიანი ვენებს იჭრის, არის სიხლდენა, საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე… გთხოვთ სასწრაფო რეაგირებას. გოგონა ფიზიკურად არასოდეს მინახავს და არც საცხოვრებელი ადგილი ვიცი, გარდა იმისა, რომ ცხოვრობს გორში“.

 

შესაძლოა კიდევ რაღაც ვთქვი, მაგრამ დეტალურად ნამდვილად აღარ მახსოვს, ვინაიდან ჩემი ღრმა რწმენით ანნის სიცოცხლე ახლა უკიდურეს საფრთხეში იყო, მე კი ძლიერ სტრესში…

 

112-ში შეტყობინების დატოვების შემდეგ პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში ნებაყოფლობით გამოვცხადდი.

 

„მარტო რომ დავრჩი, მე და ჩემ შვილს პატრიარქი გვპატრონობდა“ - გურჯაანში გაშვილებული იმერელი გოგონა, ბარონესა გახდა
2020-07-29„მარტო რომ დავრჩი, მე და ჩემ შვილს პატრიარქი გვპატრონობდა“ - გურჯაანში გაშვილებული იმერელი გოგონა, ბარონესა გახდა

 

დაუყონებლივ დაიწყო გოგონას სამძებრო სამუშაოები, საქმეში გორის რაიონის რეგიონალური პოლიცია ჩაერთო. ასევე გადამოწმდა საავადმყოფოები, ხომ არ იყო აღნიშნული დაზიანებებით ვინმე შემოსული… საქმის პარალელურად გაიხსნა ჩემი „ფეისბუქ“ გვერდიც და პოლიციამ ანნისა და ჩემი მიმოწერის შესწავლა დაიწყო. გაიშიფრა მთელი ისტორია და დადგინდა, რომ ანნის ახალი მეგობარი, (თქვენი მონამორჩილი) აბსოლუტურად სუფთა ისტორიით იყო… და მამობრივი დარიგებების გარდა, პირადი მიმოწერის რეჟიმში სხვა სახის ტექსტი არ არსებობდა!

 

ამასობაში პარალელურად დადგინდა, რომ გოგონა გორის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი იყო. პოლიციის ჯგუფი მისამართზე დაუყონებლივ გავიდა.

 

ამასობაში, თბილისის პოლიციის დიდი დიღმის განყოფილებაში ყველას განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს. როგორ არის ანნი?..

 

უცებ მესმის პოლიციის ხმა, „სანერვიულო არაფერია, მისამართზე მისვლისას გოგონას ეძინა“…

 

ჰო, მეგობრებო, აი ასე… ჩვეულებრივ, უდარდელად ეძინა ანნის… უბრალოდ უდარდელად ეძინა…

 

არ ვიც, ახლა რა დავწერო, თუმცა რაც გონებაში მოვა ამ წუთას, იმას დავწერ.

 

ანნი, შენ მომავალი მეუღლე, დედა და უბრალოდ – მოქალაქე ხარ. სისხლის ემოციით თამაში ყველაზე საშინელი რამაა, რაც ადამიანებს შორის შეიძლება არსებობდეს. აღარ ჩაიდინო ასეთი საქციელი, ვინაიდან ეს იგივეა, რომ ადამიანს ტყვია ესროლო და მოარტყა, ოღონდ ვერბალურად…

 

მე მეტს აღარაფერს გეტყვი, თუმცა შენმა ამ გაუგონარმა, თავხედურმა ტყუილმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმ ადამიანურ „კაპიტალში“, რომელსაც მეგობრობა ჰქვია.

 

Exclusive: „მომბეზრდა ოჯახი სადაც ყველას ყველა ატყუებს...“ - „პრაიმტაიმი“ გაჰყვა წერილს, რომელმაც თვითმკვლელობამდე მისულ ახალგაზრდამდე მიგვიყვანა
2020-07-27Exclusive: „მომბეზრდა ოჯახი სადაც ყველას ყველა ატყუებს...“ - „პრაიმტაიმი“ გაჰყვა წერილს, რომელმაც თვითმკვლელობამდე მისულ ახალგაზრდამდე მიგვიყვანა

სიამაყით წარვადგენ ჩემს მეგობარს ზურა დოლიძეს, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამე ჩემთან ერთად გაატარა. გვერდით მედგა იმიტომ რომ ამ ქვეყნად ჯერ კიდევ არსებობს ადამიანობა, ოჯახიშვილობა, ვაჟკაცობა, სიყვარული. გულწრფელ მეგობრობაში არ დაისმის და არ გაისმის კითხვები „რატომ გჭირდები“?.. უბრალოდ იქ ხარ, სადაც შენი მეგობარია, უბრალოდ იქ ხარ და მორჩა!..

 

ჩემი ამ ისტორიის შემდეგ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა, ასევე პოლიციას გადავუხადო. ამ ქყეყანაში უამრავი შეკითხვა არსებობს ამ ძალოვანი უწყების მიმართ, არსებობს ობიექტურად, მაგრამ ასევე ობიექტურად არსებობს ფაქტები, როდესაც პოლიცია პროფესიონალური უნარ-ჩვევების საფუძველზე მოქმედებს და შედეგიც ისეთია, როგორიც სიმართლეს შეეფერება!

 

ოპერატიული მუშაობისთვის, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი გორის რაიონის პოლიციასა და თბილისის დიდი დიღმის რაიონის პოლიციის განყოფილებას.

 

მეგობრებო, ნაცნობებო, თუ უბრალოდ სრულიად უცნობო ადამიანებო, ყველას უსაფრთხო და შინაარსიან დღეს გისურვეთ!

 

თქვენდამი პატივისცემით, შალვა ლონდარიძე

 

P.S. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ვაკეთებ დამატებით განმარტებას. გოგონა ამ წუთებში გორის რაიონის ბოლიციის გაყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

 

მისი განცხადებით, მან იხუმრა…“, – წერს ლონდარიძე.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X