fbpx
12:21 | 2020-06-29 ავტორი: Prime Time

გოგოლისა და გოგი დოლიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

გოგოლისა და გოგი დოლიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. გოგოლისა და გოგი დოლიძის ქუჩაზე 5 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.

 

მიმდინარე პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ჩუღურეთის რაიონში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო
2020-06-18ჩუღურეთის რაიონში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკი. ძველ ამორტიზებულ გზის საფარს კი ახალი ორფენიანი ასფალტი ჩაანაცვლებს.

 

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 320 000 ლარია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X