23:56 | 2020-07-19 ავტორი: Prime Time

გოგო, რომელიც სიყვარულის გამო მარიტასავით მოკლეს – მესტიაში მომხდარი შემზარავი ამბავი

გოგო, რომელიც სიყვარულის გამო მარიტასავით მოკლეს – მესტიაში მომხდარი შემზარავი ამბავი

ტრაგიკული შემთხვევა მესტიის რაიონში, 1995 წელს მოხდა და ლამაზი სიყვარულის ამბავს სამი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა მომხდარის გამო არავინ დასჯილა.

 

„საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის“ ლიდერი თამარ დადიანი 1995 წელს მესტიის რაიონში მომხდარი საზარელი, გაუხმაურებელი მკვლელობის დეტალებს იხსენებს, რომელიც სვანი რომეო და ჯულიეტას ტრაგიკული სიყვარულის შესახებ მოგვითხობს.

 

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ავად თუ კარგად, საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა. ამ დროს, ანუ შევარდნაძის პერიოდში ოჯახურმა ძალადობამ, კონფლიქტებმა და ტრეფიკინგმა მასიური სახე მიიღო.

 

მამამ 2 თვის შვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. გოგონა გადარჩა და... - ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა
2020-07-15მამამ 2 თვის შვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. გოგონა გადარჩა და... - ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა

ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტად გამოცხადდა და 1994 წელს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის რატიფიცირება მოხდა.

 

კონვენცია ავალდებულებდა მის წევრ ქვეყნებს, რომ საზოგადოებაში შეცვლილიყო ქალთა მიმართა დამოკიდებულება და საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ქალთა უფლებების შემზღუდველი ადათ-წესები.

 

საქმე იქამდე მივიდა, რომ თურქეთში ქართველ ქალებს ფეხის კოჭზე ფასს აწერდნენ. აი, ასეთ რეალობაში ჩამოყალიბდნენ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები.

 

ჩვენი ორგანიზაცია 2000 წელს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით გაერთიანდა „ეუთოს“ მისიაში, რომელშიც 80 არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი ქალი იყო შესული. საქართველოში, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, ყველაზე ცუდი მდგომარეობა სვანეთში იყო.

 

***

არასოდეს დამავიწყდება 1995 წელს მესტიის რაიონში მომხდარი ეს შემზარავი ამბავი. გვარის დასახელებას მოვერიდები. ერთ ოჯახს ოთხი ვაჟი და ერთი ულამაზესი გოგონა ჰყავდა, რომელზეც იმავე სოფლელი ვაჟი იყო შეყვარებული.

 

გოგონას სხვა უყვარდა და როგორც შემდეგ გაირკვა, შეყვარებულთან, რომელსაც საქმროდ მიიჩნევდა, ფიზიკური სიახლოვეც ჰქონდა. ამის შესახებ გაიგო უარყოფილმა ვაჟმა და ოჯახის უფროსს გააგებინა. მამის აღშფოთებას ისიც დაემატა, რომ გოგონას დასჯა სოფელმაც მოითხოვა.

 

კოტე მარჯანიშვილის დის - დედა თამარის ტრაგიკული ისტორია - „რიტუალის შესრულებისას თავზე თეთრი მტრედი დაჰფარფატებდა“
2020-05-18კოტე მარჯანიშვილის დის - დედა თამარის ტრაგიკული ისტორია - „რიტუალის შესრულებისას თავზე თეთრი მტრედი დაჰფარფატებდა“

 

მამამ გადაწყვეტილება მიიღო და „წესის ასრულება“ უფროს ვაჟს ანუ გოგონას ძმას დაავალა. ეს გოგო საჯაროდ იქნა მოკლული ძმის მიერ, ხმლით აქნეს. ტრაგედიის შემდეგ გოგონას შეყვარებულმა თავი მოიკლა.

 

თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე გოგონას საქმრომაც.

 

დედა, რომელმაც შვილის დაცვა ვერ შეძლო, ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სიცოცხლე იქ დაასრულა“ – იხსენებს ქალთა უფლებადამცველი.

 

მომხდარი ტრაგედიის შეფასებისას, თამარ დადიანი მოკლული გოგონას დედის უუფლებო მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. დედა იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მასთან შეხვედრა და გასაუბრება ვერ მოახერხა.

 

რაც შეეხება, მკვლელობაზე სამართალდამცავების რეაგირებას, დადიანის თქმით, ვინაიდან მომხდარი ტრაგედია ოჯახის „შიდა საქმედ“ ითვლებოდა, არავინ დასჯილა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X