fbpx
11:05 | 2020-09-11 ავტორი: Prime Time

“გოგიჩაიშვილის მიკროფონი გამიკეთეს!”- ჩარკვიანი ინფიცირების სავარაუდო წყაროს ასახელებს

“გოგიჩაიშვილის მიკროფონი გამიკეთეს!”- ჩარკვიანი ინფიცირების სავარაუდო წყაროს ასახელებს

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ჩარკვიანი “პრაიმტაიმთან” საუბრისას აცახდებს, მას ეჭვი აქვს, რომ ვირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.

 

გუშინდელის მერე თითქოს უკეთ ვარ. მქონდა სიცხეები, მაგრამ თითქოს ენტერო იყო. რომ გამოცხადდა ლევან გოგიჩაიშვილის ამბავი, სასწრაფო გამოვიძახე და კოვიდი დადასტურდა. ვირუსი დღეს დილით დამიდასტურდა.

 

წარმოდგენა არ მაქვს, საიდან დავინფიცირდი. ერთადერთი ჩემთვის ვფიქრობ, ლევანი რომ ადგა, ის მიკროფონი ნამდვილად მე გამიკეთეს, ეს გახლდათ 2 სექტემბერს ეკა მიშველაძის გადაცემაში.

 

ეს დღეები მე სახლიდან არ გავდივარ, ცუდად რომ ვიყავი, გარეთ არ გავსულვარ, ოფისშიც კი არ ჩავდიოდი. 2 რიცხვის მერე ვიყავი მისული ტელევიზიაში, მაგალითად, სამი თუ ოთხი დღის წინ „ფორმულაზე“ სოფო ზურაბიანთან, ოღონდ ჩართვაზე ვიჯექი. ამომრჩევლებთან დისტანციით ვარ ყველგან. თვითიზოლაციაში, ალბათ, ხუთი დღეა, რაც ვარ“, -განაცხადა ჩარკვიანმა.

 

ინფორმაციისთვის, თაკო ჩარკვიანს ვირუსი დღეს დაუდასტურდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X