16:35 | 2020-06-15 ავტორი: თეონა ყაჭიური

გოგი წულაია ფოთში ერთ-ერთ საკანალიზაციო თხრილთან თევსაჭერი ბადით მივიდა

გოგი წულაია ფოთში ერთ-ერთ საკანალიზაციო თხრილთან თევსაჭერი ბადით მივიდა

ფოთში, ლოზუნგით „ქუჩა ჩემი სიამაყე“ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა გოგი წულაიამ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქცია-პერფომანსი გამართა.

 

იგი რეკვავას ქუჩაზე, სადაც საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად არხებია ამოთხრილი, თევსაჭერი ბადით მივიდა და სიმბოლურად თევზი დაიჭირა. წულაიამ ამ ფორმით ფოთის გზებზე არსებული მდგომარეობა გააპროტესტა.

 

„ხელისუფლება ასე ზრუნავს მოსახლეობაზე, პალიასტომის ტბაზე აღარ გიწევთ ადგილობრივებს წასვლა, სახლის წინ გაგიკეთათ აუზები.

 

არა მარტო ფოთი, არის ქალაქები, რომლებსაც ყველაზე მეტი ფული შეაქვს ცენტრალურ ბიუჯეტში და ცხოვრობენ ასეთ პირობებში. ეს არის უზნეობის მწვერვალი და მეტი არაფერი.

 

თქვენ იქნებით პრემიერი თუ კახა კუკავა“? - გოგი წულაიას ეს კითხვა ძალიან ესიამოვნა (ვიდეო)
2020-06-04თქვენ იქნებით პრემიერი თუ კახა კუკავა“? - გოგი წულაიას ეს კითხვა ძალიან ესიამოვნა (ვიდეო)

თუ ამის შემდეგ კიდევ არ მიაქციეს ყურადღება, ჩამოვალ, მივადგეთ მერიას. გადავკეტოთ გზა, მოვიდნენ და დაგვიჭირონ, რამდენს დაგვიჭერენ? ხელისუფლება თუ არ აიძულე არაფერი არ გამოვა. არ ელოდოთ ანგელოზებს ხელისუფლებაში, არც მეც არ ვარ ანგელოზი და არც არავინ.

 

ყველა ქვეყანაში ხელისუფლებას აიძულებენ, რომ გააკეთონ რაღაც საქმე. ხომ ხედავთ რა პროტესტებია ამერიკაში, ინგლისში და რაა ჩვენზე მეტად უჭირთ ცხოვრება?

 

თუ ხვალიდან არ დაიწყებს ადგილობრივი მთავრობა აქტიურობას და აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას, გადავკეტოთ გზა. მე ვიძლევი პირობას, ვეუბნები შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ამას გავაკეთებ“,- განაცხადა გოგი წულაიამ.

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენატარი - +

X